ფეხბურთი

17:01 | 20.10.2014 | ნანახია 0 - ჯერ

პლატინი რიბერის არ ეშვება

მიმდინარე წლის ზაფხულში, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ფრანკ რიბერიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. უეფას პრეზიდენტმა ამ ამბის გაგების შემდეგ კი განაცხადა, რომ უეფა რიბერის ნაკრებში გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკლუბო დონეზე სამი მატჩით დასჯის.

ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი თანამემამულეს კვლავ არ ეშვება და აღნიშნავს, რომ ნაკრებში გამოუცხადებლობის გამო უეფა რეგულაციის წესს მიმართავს.

"რიბერის შემთხვევაში, უეფას წესების მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. წარმოიდგინეთ ხვალ რაფაელ ვარანმა და ქარიმ ბენზემამ ან სხვამ ნაკრებში თამაში რომ არ მოისურვოს, გამოდის მათ არ ანაღვლებთ ნაკრების ბედი. რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? ვიხელმძღვანელოთ რეგულაციის წესით. მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ რიბერის გამოუძახებლობის შემთხვევაშიც, ჩვენ შეგვიძლია საფრანგეთში ევროპის ჩემპიონები გავხდეთ. დიდიე დეშამი იმედს გვაძლევს და მას ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპამდე მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს." - განაცხადა პლატინმა.

ფრანკ რიბერიმ "მამლების" რიგებში ჩატარებულ 81 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:08 | 30.10.2014
Oto. (4710)

მილანის Y თამაში რატო არ აღნიშნე ავტორ

11:48 | 30.10.2014
BEERTRANCE (97819)

იცის ყველამ და DDDDDDDDDDDDDD

10:04 | 30.10.2014
Oto. (4710)

წელს რომა დადებს სკუდეტოს

09:39 | 30.10.2014
BEERTRANCE (97819)

კაი ხანს გაგრძელდება ორხელისუფლებიანობა

09:30 | 30.10.2014
laciosErtguli (3640)

"სატურნირო ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს, თუმცა ბურთების უკეთესი სხაობის გამო ტურინელები პირველ ადგლოსნად ითვლებიან." ორივეს 16-4 ზე აქვთ! დღეს მესამეზე უნდა ავინაცვლოდ!

0.080199