ფეხბურთი

16:35 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშია სასტარტოში დასაბრუნებლად დამატებით ვარჯიშობს

არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას აზრით, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული მისი ჩათვლით არავის აქვს. ქართველ ფეხბურთელს ნეკის თითი მოტყდა და ამიტომ, გუნდს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა. განვლილ პერიოდში “ვიტესი” კარგად თამაშობდა და ამჟამად, კაშია დამატებით ვარჯიშობს, რომ სასტარტოში დაბრუნდეს.

“უნდა დავამტკიცო, რომ საწყის თერთმეტეულში ადგილს ვიმსახურებ. თამაშის ასპროცენტიანი გარანტია არავის აქვს, მათ შორის კაპიტანსაც. მე თითქმის ერთი თვე გამიცდა. დამატებით ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ” – იუწყება კაშიას სიტყვებს fcupdate.nl-ი.

0.11655