ფეხბურთი

16:32 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "ასეთ დებიუტს არ ველოდი"

ბერძნული ოფი-ს ქართველ შემტევს გიორგი მერებაშვილს კვირას "პანათინაიკოსთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:1) დებიუტი ჰქონდა. სასიხარულოა, რომ პირველივე სადებიუტო მატჩი ექს-დინამოელმა 21-ე წუთზე გოლით აღნიშნა და გიორგი ლორიასთან ერთად კრეტელთა ისტორიულ გამარჯვებას საფუძველი ჩაუდო.

"მსოფლიო სპორტი" გიორგის საბერძნეთში დაუკავშირდა და სადებიუტო მატჩის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"ძალიან გახარებული ვარ, სიმართლე გითხრათ ასეთ დებიუტს არ ველოდი. მჯეროდა, რომ კარგად ვითამაშებდით, თუმცა გოლს თუ გავიტანდით და მოვიგებდით ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. გუნდი ძალიან გახარებული იყო, რადგან ოფი-ს ათენში 27 წლიანი მოუგებელი სერია ჰქონდა." - განგვიცხადა მერებაშვილმა.

განვილ მატჩში კრეტელთა თავკაცმა ჯენარო გატუზომ ქართველი ლეგიონერები გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი 90 წუთი ათამაშა. მომავალი მატჩი ოფი-ს შინ 26 ოქტომბერს "ტრიპოლისთან" ელოდება.

0.118022