ბიალისტოკის “იაგიელონიას” ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა ძალამიძემ, პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას განვლილ ტურში “პოგონთან” საშინაო მატჩში დუბლის შესრულების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი თამაშით კმაყოფილი არასოდესაა.
“პოდბესკიძიესთან” მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ გატანილი გოლი მომავალ მატჩებში დამეხმარებოდა, რათა უფრო თავდაჯერებული ვყოფილიყავი. ეს მართლაც ასე მოხდა. “ვისლათან” მატჩის მეორე ნახევარი კარგად ჩავატარე, ხოლო ამჯერად ტრავმის მერე სრულად პირველად ვითამაშე. ამით კმაყოფილი ვარ და ვმუშაობ, რომ კიდევ უფრო უკეთესად გამოვიყურებოდე. საკუთარი თამაშით კმაყოფილი არასოდეს ვარ, რადგან ყოველთვის უფო მეტის გაკეთება შემიძლია. “პოგონთან” სამი გოლის გატანაც შემეძლო” – თქვა ინტერნეტპორტალ sport.pl-თან ძალამიძემ, რომელმაც დუბლის შესრულების გარდა, საგოლე პასი მიითვალა.
ძალამიძეს ჰკითხეს თუ განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ ევრო-2016-ის შესარჩეც ციკლში, 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, ხოლო “იაგიელონიაში” მისმა თანაგუნდელმა მატეუშ პიატკოვსკიმ – პოლონეთის.
“სიამოვნებით ვითამაშებდი. მე არ ვიცი. ყველაფერი შესაძლებელია და ამ მატჩამდე გარკვეული დრო კიდევაა დარჩენილი” – აღნიშნა ქართველმა ნახევარმცველმა.