“სევილიას” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი “ელჩესთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. ბასკმა სპეციალისტმა, განსკუთრებით “დალაქების” მწვავე კონტრშეტევებს გაუსვა ხაზი.
“პირველ ნახევარში შეცდომები გვქონდა და ერთიანობა გვაკლდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი გამოვასწორეთ და სასურველი შედეგი მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ “ელჩეს” ცუდად არ უთამაშია, შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით და ეს განსაკუთრებით შესვენების შემდეგ ითქმის.
მთლიანობაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მომეწონა ჩვენი კონტრშეტევები, რომლის წყალობითაც, არაერთხელ შევუქმენით მეტოქეს პრობლემები.
საჭიროა, რომ ასე განვაგრძოთ და სასურველი შედეგი სეზონის ბოლოს აუცილებლად გვექნება”, - განაცხადა ემერიმ.
8 ტურის შემდეგ “სევილია” ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 პოზიციას იკავებს 19 ქულით და ლიდერ “ბარსელონას” 3 ქულით ჩამორჩება.