"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მარიო ბალოტელი “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” კვირას ჩატარებული ცუდი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დაიცვა. აღნიშნული შეხვედრა “ლივერპულმა“ 3:2 მოიგო.
„მარიო აქ იმისთვის არ ჩამოსულა, რომ სუარესი შეცვალოს. ვფიქრობ, ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან და ორივე მათგანს შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. მარიო ძალიან ბევრს მუშაობს და აქვს სურვილი იყოს უკეთესი. მე ვაფასებ მის შრომას და მაქვს მისი იმედი“ - განუცხადა როჯერსმა ჟურნალისტებს.
მარიო მას შემდეგ შეუერთდა „ლივერპულს“, როცა ლუის სუარესმა "ბარსელონას" მიაშურა.
თორნიკე ზეიკიძე