ფეხბურთი

11:16 | 20.10.2014 | ნანახია 456 - ჯერ

მარანი "კიევოს" ახალი მწვრთნელია

51 წლის იტალიელი სპეციალისტი როლანდო მარანი "კიევოს" ახალი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია "მფრინავი ვირების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

შაბათს "რომასთან" სტუმრად განცდილი მარცხის შემდეგ (0:3), "კიევოს" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ეუგენიო კორინი დაითხოვა და ახალი თავკაცი უმალვე დანიშნა.

მარანი ვერონელების ყოფილი ფეხბურთელიც გახლავთ. 1986 წელს, როდესაც "კიევო" იტალიის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობდა, მაშინ მარანი კლუბის კაპიტანი გახლდათ. ვერონელთა მაისურით როლანდომ 280 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

"კიევოს" მწვრთნელად დანიშვნამდე მარანი "კატანიას" 2014 წლის 16 იანვრიდან 6 აპრილამდე წვრთნიდა. 1997/98 წლების სეზონში იტალიელი სპეციალისტი "კიევოს" მთავარი მწვრთნელის სილვიო ბალდინის ასისტენტიც გახლდათ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:55 | 20.10.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ უნდა იყოს მწვრთნელი? DDDDDDDDDDD
გვარი აქვს ისეთი მეღვინე უნდა ყოფილიყო DDDDDDDDDDDDDD

0.11641