ფეხბურთი

11:02 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: “ძალიან გაგვიმართლა”

“ლივერპულის” კაპიტანი, სტივენ ჯერარდი “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და აღიარა, რომ მის გუნდს ძალიან გაუმართლა აღნიშნულ შეხვედრაში.

მასპინძლებმა პირველ ნახევარში ორჯერ გაარტყეს ხარიხას, ხოლო მეორე ტაიმში ორი ავტოგოლი მიითვალეს და ისე წააგეს. მესამე გოლი კოლკერმა 95-ე წუთზე გაიტანა თავის კარში და “ლივერპულს” 3 ქულა მოუტანა.

“ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა 3 ქულა რომ მოვიპოვეთ. მოვლენები საოცრად განვითარდა, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.

კმაყოფილი ვარ მოპოვებული გამარჯვებით, მაგრამ გუნდის თამაშში ხარვეზები შეინიშნება, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. საჭიროა, რომ უფრო მოვუმატოთ და მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება. ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ვარ”, - განაცხადა “ლივერპულის” ცოცხალმა ლეგენდამ.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ “ლივერპული” პრემიერლიგაში 13 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

0.113373