კალათბურთი

2:04 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“როზეტოს” ჯანელიძის ორმაგმა დუბლმა ვერ უშველა

იტალიის რანგით მე-3 ლიგაში მორიგი წარმატებული თამაში ჰქონდა ქართველ კალათბურთელ გიგა ჯანელიძეს, რომელიც ამჯერად ორმაგი დუბლით გამოირჩა.

ქართველი ფორვარდის “როზეტომ” “რეკანატისთან” 78:81 წააგო, ჯანელიძემ კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიგამ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

სხვა საქმეა, რომ როზეტოელებს 4-ვე თამაში წაგებული აქვთ და “ა2 სილვერში” უკანასკნელ ადგილზე იმყოფებიან. ჯანელიძის კლუბი მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, სტუმრად, “პიაჩენტინასთან” ჩაატარებს, რომელიც ასევე პირველი მოგების მოლოდინშია.

იტალიურ მე-2 ლიგაში (“ა2 გოლდი”) გამარჯვება იზეიმა ნიკა მეტრეველის “ნაპოლიმ”. ამ გუნდმა “ვეროლის” 85:71 სძლია, მეტრეველმა კი 15 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკამ 4-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი გამოიყენა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

2 მოგებით და 1 მარცხით, ნეაპოლელები 16-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე არიან, შემდეგი თამაში კი 26 ოქტომბერს “აგრიგენტოსთან” ელით.

0.111022