ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე დღეს ნახევარფინალური მატჩები ჩატარდება. ფინალში გასასვლელად ერთმანეთს შეხვდებიან ნოვაკ ჯოკოვიჩი (1)-კეი ნიშიკორი (4) და როჯერ ფედერერი (2)-სტენ ვავრინკა (3).
ბოლო ნახევარფინალისტი სტენ ვავრინკასა და მარინ ჩილიჩის ორთაბრძოლაში გაირკვა. ფედერერის დღევანდელმა მეტოქემ და შვეიცარიის ნაკრებში როჯერის პარტნიორმა ხორვატს საათსა და 46 წუთში 6:3, 4:6, 6:3 მოუგო.
ლონდონის სეზონის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 6 მილიონ 500000 დოლარია.