კალათბურთი

21:58 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაბიძის გუნდი 1 ქულით დამარცხდა

უნგრულ “კიორმენდს”, რომელშიც მიმდინარე სეზონის წინ ქართველი ცენტრი გიორგი შარაბიძე ჩაირიცხა, ჩემპიონატის სტარტზე ბედი არ სწყალობს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში კიორმენდელები ოვერტაიმში დამარცხდნენ, აჯერად კი, ბოლო წამებზე მიღებული სამქულიანის გამოისობით, 72:73 წააგეს.

“კიორმენდის” მეტოქე “მარსო ნიირეგიჰაზი” გახლდათ, შარაბიძემ კი მოედანზე 13 წუთი გაატარა და 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, ქართველი კალათბურთელის კლუბს 2 მარცხი გააჩნია, მომდევნო თამაში კი 22 ოქტომბერს ისევ სტუმრად “ალბა ფეჰერვართან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096105