საბერძნეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ჯენარო გატუზოს “ოფიმ” ათენში “პანათინაიკოსი” დაამარცხა. სასტარტოში იყვნენ ქართველი ფეხბურთელები, მეკარე გიორგი ლორია და შემტევი გიორგი მერებაშვილი. ამ უკანასკნელმა მატჩის 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მეორე ნახევარში კლუბებმა გოლები გაცვალეს და საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.
ქართველმა ფეხბურთელებმა შეუცვლელად ითამაშეს და ბერძნული გრანდის დამარცხებით მე-9 ადგილზე აინაცვლეს, პირველადგილოსან “პაოკს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ლიდერს მიმდინარე ტურის შეხვედრა არ უთამაშია.
თურქეთის პირველ ლიგაში, “ბოლუსფორის” მაისურით “ალთინორდუს” წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა გიორგი რეხვიაშვილმა, თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს, 43-ე წუთზე ოდაბასის ნაცვლად დატოვა მოედანი.
18-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “ბოლოსფორი” მე-12 ადგილზეა.
გიორგი მერებაშვილის გოლი