ფეხბურთი

19:29 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლექვთაძის ორი წუთი

თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე კახა კაჭარავას “სპარტაკმა” იმერული “ჩიხურა” მიიღო. ნომინალურ მასპინძლებს ახალგაზრდული გუნდი ეთქმით. სპარტაკელთა კაპიტანი 22 წლის მეკარე გიორგი ნადირაძეა, ხოლო “ჩიხურასი” - 33 წლის დავით ოდიკაძე.

გამოკვეთილ უპირატესობას არც ერთი გუნდი ფლობდა. ორივე გუნდი ფიქრობდა შეტევაზე, თუმცა გააზრებული კომბინაცია ალაგ-ალაგ შეიქმნა.

გამორჩეული ეპიზოდი იყო პირველი ნახევარში კორიფაძის გოლის შემდეგ. თურმანიძის მოთამაშეებმა საკუთარი ნახევრიდან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ამ დროს მეტოქის ფეხბურთელებმა ზონებში დაბრუნება დააგვიანეს. დეკანოიძე-კორიფაძე-ჯიღაური-ოდიკაძის შეტევა დიაგონალზე განვითარდა, თუმცა კაპიტანმა ვერ გაიტანა. გასულ ევროტურნირზე “ჩიხურას” დადებითი მხარე კონტრშეტევები იყო, რაც ამ ეპიზოდშიც გამოჩნდა. სხვა საკითხია სეზონის სტარტზე რამდენიმე ლიდერის წასვლით გამოწვეული დანაკლისი, თუმცა გუნდს ზემოთქმული თვისება მაინც არ დაუკარგავს.

“სპარტაკი” პირველ ტაიმში შედარებით ინერტული ჩანდა, რაც ანგარიშშიც აისახა. მე-10 წუთზე დეკანოიძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ქვილითაიამ მოიგერია, დამატებაზე მცველებს კორიფაძემ დაასწრო და ანგარიში გაიხსნა.

კახა კაჭარავამ საინტერესო ფეხბურთელებს მოუყარა თავი, წარსულში პერსპექტიულებს, ნიჭი რომ სათანადოდ ვერ განავითარეს: მერაბ გიგაური, გიორგი ივანიშვილი, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი თექთურმანიძე და გიორგი ლექვთაძე, ხოლო მეკარე გიორგი ნადირაძეს მათ გვერდით არ დავაყენებდი - სტაბილურობით გამორჩეული მეკარე მიმდინარე წელს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, თემურ ქეცბაიას ყურადღებაც დაიმსახურა და თუნდაც ის ფაქტი რომ კაპიტანია, დადებით მხარეზე მეტყველებს.

მეორე ტაიმში სპარტაკელებმა ორი გოლი გაიტანეს. კაჭარავამ ცვლილება გამოიცნო. შვეიცარიული “ციურიხის” ყოფილი შემტევის გიორგი ივანიშვილის ნაცვლად მოედანზე გიორგი ლექვთაძე გამოჩნდა. ლექვთაძემ შანსები მაქსიმალურად გამოიყენა. ორ წუთში ორჯერ გაუტანა ქვილითაიას და სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან ქომაგთა აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

“სპარტაკის” 22-ე ნომერი თბილისის “დინამოს” ექსთავკაცს, ესპანელ ალექს გარსიას მოწონდა. შემდეგ მწვრთნელი გაუშვეს, “დინამოში” არ უწევდა თამაში, რამაც ლექვთაძის განვითარება შეაფერხა...

84-ე წუთზე, ლექვთაძემ იოსელიანის დიაგონალური პასი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, მცველებს დაასწრო და დაარტყა. ახლო მანძილიდან დარტყმულს მეკარის დროული ნახტომი არ მოჰყვა.

85-ე წუთზე კი ნიკა კაჭარავას პასით ლექთვაძემ მეორე გაიტანა. სწრაფმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში გოლების ანგარიში გახსნა.

საჩხერელებმა შეუტიეს, თუმცა მათ სიმწვავე აკლდა.

ბოლო შეტევა კვალვ “სპარტაკმა” შექმნა. კაჭარავა მახვილი კუთხიდან ურტყამდა, ხოლო ქვილითაიამ მარცხენა ფეხით მოიგერია ბურთი. ამ ეპიზოდში გამოჩნდა მეკარის სათამაშო კლასი. ნახტომს ფეხით თამაში სჯობდა, თუმცა დარტყმამდე განსაზღვრა რთული ჩანდა.

სამმა ქულამ სტუმრები წინ წაწია. “სპარტაკი” ცხრილში მესამეა. რაც შეეხება “საჩხერეს”, მათი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ცოდნის ასამაღლებლად პრო-ლიცენზიის კურსებს გადის. დღეს მის მოვალეობას თენგიზ თურმანიძე ასრულებდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია არ გამართულა.

P.S. მერვე ტურის შემდეგ, სანაკრებო ბატალიების დროს ავტოკატასტროფის შედეგად “გურიას” 25 წლის მოთამაშე ნიკა კილაძე გარდაიცვალა. მართალია, დღეს ქუთაისის “ტორპედოსა” და ლანჩხუთის “გურიას” შეხვედრამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას, თუმცა ვფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა, ამგვარი ფორმით სხვა შეხვედრებშიც გამოეხატათ ტრაგიკული შემთხვევისადმი გულისტკივილი...

ცხინვალის “სპარტაკი” – საჩხერის “ჩიხურა” 2:1 (0:1)

თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი, 200 მაყურებელი

სპარტაკი: ნადირაძე, გიგაური, ბურძენაძე, ცერცვაძე, ივანიშვილი (ლექვთაძე 69), კაჭკაჭიშვილი, შინდაგორიძე, მაისაშვილი (ქემოკლიძე 70), იოსელიანი, თექთურმანიძე (მაქაცარია 80), კაჭარავა

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ჯიღაური, ქიმაძე, დობროვოლსკი, კორიფაძე, კაშია, დეკანოიძე (ბაჯელიძე 75), ოდიკაძე (მუმლაძე 66), ჩიკვაიძე

მთ. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: ვახტანგ თურმანიძე

გოლები: 0:1 კორიფაძე (10), 1:1 ლექვთაძე (იოსელიანის პასით, 84), 1:2 ლექვთაძე (კაჭარავას პასით, 85)

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)

გაფრთხილება: იოსელიანი (56), ქიმაძე (62), ჯიღაური (77), ბურძენაძე (88)

19 ოქტომბერი

კოლხეთი (ფოთი) – შუქურა (ქობულეთი) 2:2 (2:2)

გოლები: 0:1 გიორგი ჩელებაძე (9), 1:1 დათა სიჭინავა (11), 2:1 ლევან კაკულია (13), 2:2 ლევან კუტალია (39)

დილა (გორი) – ზესტაფონი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჯაბა დვალი (20), 1:1 გიორგი ხიდეშელი (60, საკუთარ კარში), 2:1 ირაკლი მოდებაძე (70), 2:2 ჯაბა დვალი (90+2, პენალტით)

დინამო (ბათუმი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (45), 2:0 ვალერიან თევდორაძე (79, პენალტით)

ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი)

ქუთაისი. ცენტრალური. 18:00

დისკვალიფიცირებული: მიხეილ მახვილაძე (ტორპედო)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. კვეტენაძე, ხ. გაგნიძე, დ. სანოძე, უ. ბასილაია (სათადრიგო)

18 ოქტომბერი

მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (34), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (62)

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (34), 2:0 დათა ციცხვაია (58)

გაძევება: ლექსო ინწკირველი (3)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (37)

1. დინამო (თბილისი) 9 6 2 1 15:6 20
2. სამტრედია 9 5 2 2 11:7 17
3. სპარტაკი 9 5 2 2 9:8 17
4. დილა 9 4 3 2 14:6 15
5. ტორპედო 8 3 4 1 8:5 13
6. მეტალურგი 9 3 4 2 11:9 13
7. ჩიხურა 9 4 1 4 10:10 13
8. დინამო (ბათუმი) 9 4 1 4 10:10 13
9. მერანი 9 3 2 4 8:8 11
10. ზესტაფონი 9 2 4 3 18:13 10
11. ვიტ-ჯორჯია 9 3 1 5 9:9 10
12. გურია 8 2 4 2 7:13 10
13. კოლხეთი 9 2 3 4 9:13 9
14. სიონი 9 2 2 5 9:15 8
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 9 0 4 5 4:13 4

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.214876