ფეხბურთი

17:52 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს გრიზმანის სჯერა

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე “ესპანიოლთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნული შეხვედრა განიხილა. არგენტინელმა სპეციალისტმა, გუნდის ახალწვეულზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგს ენდობა.

“მან ძალიან კარგად ითამაშა. იყო ძალიან მობილური და მაღალ ტემპში თამაშობდა. რამდენჯერმე გოლთან ახლოს იყო, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა. ყველამ ვიცით, რომ გრიზმანს მეტი შეუძლია. ვფიქრობ, რომ მას ცოტა დრო სჭირდება, რათა “ატლეტიკოს” საბოლოოდ მოერგოს. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.

გუნდმა დღეს მშვენივრად ითამაშა. მომეწონა როგორც შეტევა, ასევე დაცვა. კარგად ვუტევდით და შემდეგ ყურადღებით ვიცავდით თავს. ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და სულ უფრო უკეთესები ვხდებით”, - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ “ატლეტიკო” 17 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 5 ქულით ჩამორჩება.

0.12923