საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული “ოფის” მეკარემ, გიორგი ლორიამ განაცხადა, რომ პოლონეთის ნაკრებთან დაფიქსირებულ ასეთ შედეგს არ ელოდა.
“ვერაფერს ვიტყვი, დამსახურებულად მოგვიგო ჩვენზე მაღალი კლასის გუნდმა. თუმცა, 4 გაშვებულ ბურთს ნამდვილად არ ველოდი. საერთოდ არ მეგონა, თუ ამ თამაშს წავაგებდით, განსაკუთრებით პირველი ნახევრის შემდეგ. მომენტები ჩვენც გვქონდა და მეგონა რომ მოვიგებდით”, - განაცხადა “ჯვაროსანთა” კარის დარაჯმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთთან 0:4-ზე განადგურდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ ელოდა
გოლს რო გაუშვებთ ბრინჯივით იბნევით ტო ...
ამას სულ რაღაც როგორ გონია კუთხურის დროსაც ეგონა ბურთს მივწვდებიო აზე არა ეს მეკარეობის აგერ ნახავთ მალე იქიდანაც გამოუშვებენ
ლორია არ არსი აზრზე მეკარების?? ))) აბა ვინ არის აზრზე მაშინ ლორია თუ არა.... ??? )))))
არიან უცნაური ხალხიც
ახალი მაგარი ნაციონალია. რადგან ფედერაცია ნაცების დროს აირაჩა, ამიტომ თავზე ხელს უსვამს და აქცენტებს სპორტის სამინისტროზე აკეთებს.
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (2621)
+1
შეგახსენებთ ორი წელია ოცნება ხელისუფლებაში.
ქეცბაია ხუთი წელია ნაკრების სათავეში.
ფედერაციის დღევადელი შემადგენლობა კიდევ უფრო მეტი ხანია სათავეშია.
კითხვა: როდის იყო კარგი მდგომარეობა ქართულ ფეხბურთში?
როცა ქართულ გუნდებს სახელმწიფო ინახავდა
1980-81-82 წლები: DD
ინტრიგებით საქმე არ გაკეთდება...
ყველაფერს ფედერაციას რომ აბრალებთ,რა გააკეთა ფეხბურთისთვის სახელმწიფომ?სპორტის სამინისტრომ?ქეცბაია მინაშვილთან არასწორს არაფერს არ ლაპარაკობდა(ტონი იყო მიუღებელი და ლექსიკა).ქეცბაია არ ლაპარაკობდა სამწუხაროდ საკუთარ შეცდომებზე -შემადგენლობის თუ ტაქტიკის შერჩევაში...
-რომელ ქვეყანაში აშენებს სტადიონებს ფედერაცია?რომელ ქვეყანაში იხდის ხელფასებს(კლუბებში)ფედერაცია?
-რატომ არ განთავისუფლდა(ან დაეწესა შეღავათები)ბიზნესი ფეხბურთში?რატომ იხდის კლუბი უზარმაზარ თანხებს თუნდაც მოედნის მორწყვაზე?და ასე შემდეგ.ა.შ...
- სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოა ფედერაცია?ფედერაცია ქვეყნის პარლამენტია?
-სადაა ფეხბურთის განვითარების პროგრამა?რომელიც არჩევნებამდე უნდა დაედო წესით ხელისუფლებას..-
-უამრავი პრობლემაა გადასაწყვეტი ფეხბურთში,რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს პრორეგატივაა და რომელსაც მხოლოდ სახელმწიფო თუ გადაწყვეტს და ამისთვის სიტუაციის დაძაბვა და ფედერაციის არჩევნები საერთოდ არაა საჭირო...მაგის დროც დადგება თავის დროზე!სახელმწიფომ,ხელისუფლებამ თავის გასაკეთებელი გააკეთოს და საერთოდ ინტრიგანობა ქართული ფეხბურთის(და არამარტო )ერთ-ერთი პირველი მტერია!გეყოთ ამ სკამებისთვის ბრძოლა!საერთო სახელმწიფო პრობლემებზე იფიქრეთ და არა სკამებზე და საკუთარ კეთილდღეობაზე!
-ქეცბაია ,როგორც მწვრთნელი არც მე მომწონდა,მაგრამ როგორც პატრიოტი და სიმართლის მთქმელი პიროვნებაა!
ქეცბაია წავიდა, ეხლა რაიმენაირად უნდა ვაიძულოდ ფეხბურთის ფედერაცია და იანვრის დასაწყისში დავანიშნინოთ ყრილობა, სადაც მოხდება ფედერაციის ახალი შემადგენლობის არჩევა და სწორედ ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა დანიშნოს ნაკრების ახალ მწვრთნელი. დეკემბერი უნდა დაეთმოს საარჩევნო კამპანიას.
ამის შემდეგ ერმა და ბერმა უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარების 100 მილიონიანი სახელმწიფო პროგამის უცილობელი შესრულება. დღევანდელ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთი კომპრომისის დაშვება მესახება შესაძლებლად მხოლოდ; რეზო არველაძე შეიძლება დაინიშნოს 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელად (მაგათი დაწყებულია და საქმეშია უკვე). სხვა მხრივ კი ტოტალური ცვლილები უნდა წავიდეს მთლიანად ქართულ ფეხბურთში.
თუ ფედერაციის დღევანდელი შემადგენლობა უარს იტყვის იანვრის დასაწყისში ყრილობის დანიშვნაზე, მაშინ თბილისის მერია უნდა გამოვიდეს 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო შტაბის შემადგელობიდან და ეთხოვოს უეფა-ს 2016 წელს ან შემდგომ წლებში გაიმართოს ეს მატჩი თბილისში.
მოგმართავთ გულშემატკივრებს, სპორტის სამინისტროს, სპორტულ ჟურნალისტებს და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს გავერთიანდეთ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის იანვრის დასაწყისში ჩატარების იდეის მხარდაჭერის გარშემო.
ალალად გული გვწყდება ნამდვილ გულშემატკივრებს ნაკრებზე თემურზე ჭეშმარიტ სპორტსმენებზე, ნამდვილად არ ეყოთ რესურსი ჩვენი მთავრობის, ფედერაციის, ეროვნული ჩემპიონატის, ტელევიზიისა და დაბალი საშემსრულებლო კლასის ფეხბურთელების გამო, ფეხზე წამოდგომისა და მომავალი წარმატებების იმედით ძირეული ცვლილებების მოლოდინში ყველა მიმართულებით !!!
დაცვა არ არსებობს საქართველოს ნაკრებში.უთამაშებლობა ყველაზე მეტად მცველს ეტყობა ხოლმე.კაშიამ დაცვაში უნდა ითამაშოსნ აუცილებლად.იმედია მომავალი მწვრთნელი რამეს დაალაგებს.მე მეგონა მერებაშვილს მიეცემოდა შანსი კარგ ფორმაშია და ეხლა იმ ასაკშია რომ დაამტკიცოს რომ ნაკრების ღირსია.შეცდომა იყო ლევან მჭედლიძის გაყვანაც.ამ კაცმა შოტლანდიასთან გოლის შემდეგ ყველაზე კარგი თამაში ჩაატარა ნაკრებში.მოკლედ გვეშველება რამე?
გელაშვილს, რომ ტრამვა არ მიეღო არც ათამაშებდა მჭედლიძეს,
საერთოდ გაუგებარი იყო მჭედლიძის გამოცვლა...ორი-სამი მცველი მჭედლიძეზე იყვნენ ყურადღებით,მაგრამ სამწუხაროდ სხვებმა ვერ გამოიყენეს სივრცეები...
მართალია მარა მგონი დაიღალა და მაგიტომ ძაან ბევრი იმუშავა და ძაან ბევრი მოხვდა
დაცვა თუ არ დალაგდა არა რიცხობრივი რაოდენობით არამედ ოსტატობით სხვა რამის დალაგებაზე ჯერ ზედმეტია საუბარი. ლორია და რევიშვილი (ამათთან პრეტენზია ნაკლებია). დანარჩენებიდან მხოლოდ კვირკველიას აქვს მომავალი ნაკრების დაცვის რიგებში. რევიშვილი თუ არ თურქეთში კიდევ გამოსაძახებელია. საერთოდ აჯობებს ჩვენი დონის ქვეყნისთვის საბაზო გუნდზე აშენებული ნაკრები , ბელარუსიის მაგალითზე. ბატე ჩემპიონთა ლიგაზეც გაზვრა .
ქეცბაიამ არ უღალატა საკუთარ თავს და ოთხი მცველი-სამი ჩამსლელი საყრდენით ითამაშა....და იძულებული შეიქმნა მჭედლიძე დაეყენებინა ძირითადში(გელასცილის ტრამვა)...და კინაღამ გაუმართლა...
-რაც დღეს მჭედლიძემ ორთაბრძოლები მოიგო,ბურთი შეინარჩუნა!!!ზუსტ და მოხერხებულ პასს ვერ აძლევდნენ და მაინც ახერხებდა ორთაბრძოლების მოგებას,თამაშსაც ანაწილებდა(!) შეტევაში ,ახერხებდა შენარჩუნებას ბურთის და გუნდს... იძულებულს ხდიდა ამოწეულიყო.სამწუხაროდ ჯანო აშკარად სუსტი იყო.კობახიძე ათამაშდა,მობილურიც იყო,მაგრამ ბრაკი ბევრი ქონდა(სად ააცილა სამი-ოთხი მეტრიდან???!!!)....
-და სწორედ მჭედლიძის დამსახურება იყო,რომ პირველი ტაიმი თანაბარი იყო და მომენტები,დაძაბულობაც შევქმენიც მეტოქის კართან...მიუხედავად დიდი ტექნიკური წუნის საყრდენებიდანმფლანგის მცველებიდან...
-შეტევას თამაშობდა გუნდი?სამი პასის აზრზე არ მყოფ ჩამშლელებიდან?
-მეორე ტაიმში პირველი გოლი სტანდარტულიდან და ...გამოცვალა მჭედლიძე!!!ყველაზე აქტიური!მეტოქის მცველებს პრობლემა მოუხსნა!!!ყველაზე მარალი კლასის ფეხბურთელი გამოცვალა!გაგება-ფეხბურთელის კლასი საერთოდ არსებობს ქეცბაია-მწვრთნელის ხედვაში?გავიდა მჭედლიძე და მეტოქის კართან სიმშვიდემ დაისადგურა....
-მეორე გოლი ისევ სტანდარტიდან....როცა გყავს ოთხი მცველი,აქედან სამი 190 სმ და მეტი ,პლიუს კაშია და გოლებს სტანდარტებიდან უშვებ....
-შევუტიეთ და გაიხსნა გუნდი...შვიდი ფეხბურთელი იყო მოედანზე 90წუთი,რომელთაც არც პირველი პასი აქვთ,არც ბურთის ტარება სეუძლიათ,არც ფლობა და არც შეტევის ორგანიზება და როდის იყო მედანზე შემტევი შემადგენლობა?ბოლო ნახევარი საათი ცენტ.თავდამსხმელის გარეშე ვთამაშობდით(და ეს როცა გოლია გასატანი)...
-გამაწბილა ჭანტურიამ....და თავიდან ავღნიშნე -ჯანომ...
ღონეც,კლასიც..და საერთოდ თამაშის ხარისხს განსაზღვრავს 11 ფეხბურთელი,და თუ ერთიც დაბალი კლასისაა მთელ გუნდზე მოქმედებს,ირღვევა კომბინაცია,ჩამოშლა ხდება დაცვის,და ერთი შეცდომა და თამაშიც შედეგიც გარკვეულია(თუ ძალიან მაღალი კლასის გუნდი არაა და შეუძლია შემოატრიალოს...)...
-ითამაშეს,100%-ით დაიხარჯნენ,მაგრამ 100%--თ თამაშითვის,რომ მზად იყო 100%ანი პროფესიონალი უნდა იყო!!!ყოველდღიური ვარჯიშით და რეჟიმით!პროფესიონალი ფეხბურთელის სამუშაო გრაფიკი დღე და ღამეა(ის არაა ოფისის თანამშრომელი,რომელიც 19საათზე სახლში წავა და თუნდაც ყირაზე დადგეს მერე)!პროფესიონალი ემზადება თამაშისთვის ,მაშინაც როცა სახლში დროულად დაიძინებს,რომ მეორე დღეს დასვენებულმა და ძალა აღდგენილმა სრული დატვირთვით ივარჯიშოს!არ იქნება ორგანიზმი დასვენებული და ფეხბურთელი ვარჯიშს ვერ გაუძლებს და დაღლილი ორგანიზმი ტრამვასაც ადვილად მიიღებს!
-რომელი ჩვენი ფეხბურთელი ცხოვრობს სპარტანულად?...
ფეხბურთში კარგად ჩახედულმა გულშემატკივარმა იცის, რომ მეორე ტაიში მიღწეული შედეგი დიდ წილად მწვრთნელის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე რა დონის მწვრთნელია ქეცბაია ამ ციტატიდანაც კარგად ჩანს.
ლორიას მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის მანიშნებელია, რომ ის დღევანდელ ფეხბურთს კარგად არ იცნობს, პოლონელებმა პირველ ტაიმში ქანცი გამოაცალეს საქართველოს ნაკრებს და მეორე ტაიმში შეუდგნენ იმ ამოცანის შესრულებას, რომელიც მათ მწვრთნელმა დაუსახა.
ახლა რომ ვაკვირდები იცი რა მიკვირს ყველაზე მეტად? ცჰვენი ნაკრების საჯარიმოში პოლონელების შეტევეის დროს ჩვენები ყოველთვის პოლონელბეზ მეტნი იყვნენ მაგრამ ერთი პოლონელი მაინც რჩებოდა მარტო! ერთი კია არა მგონია ყველა პოლონელი ფეხბურთელი მარტო რჩებოდა, ჩვენები მგონი შვიდივე ერთად დარბოდნენ, ყველა ბურთს დადსდევდა...
ამ კაცის გარდა ყველა გასაყრელია. ეს მართლა ასრულებს თავის მოვალეობას. პირველ გოლში ცოტა ამის ბრალიცაა მარა საერთო ჯამში ძაან კარგი მეკარეა თAვის გუნდელებისგან განსხვავებით
რას თხოვთ ამათ,ორი სამი ფეხბურთელის გარდა ბურთის მიღება,კაცის მოტყუება და პასი არ იციან, კარში ზუსტ დართყმაზე რომ არაფერი ვთქვათ.
კარგად გამოჩნდა ქეცბაია ცუდი დამრიგებელი რო ყოფილა. ლომაიამ რაც შეეძლო ალბათ გააკეთა,
დანარჩენ მოთამაშეებზე საუბარი ზედმეტია.