ფეხბურთი

13:37 | 19.10.2014 | ნანახია 1581 - ჯერ

ვიდალი: „ჭორებს მივრცელებენ“

ტურინის „იუვენტუსის“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ხმები მასსა და კლუბს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ.

როგორც ჩილელმა ფეხბურთელმა გუშინ საღამოს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობასთან ძველებურად კარგი ურთიერთობა აქვს.

„კლუბთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ინფორმაცია, თითქოს დამაჯარიმეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მუხლი აღარ მტკივა და ყველაფერს ვაკეთებ ძველი ფიზიკური კონდიციების დასაბრუნებლად, რათა ასი პროცენტით დავეხმარო ჩემს კლუბსა და ნაკრებს“ - აღნიშნა ვიდალმა.

არტურო ვიდალი ტურინში სამი წლის წინათ „ლევერკუზენიდან“ გადაბარგდა და მას შემდეგ გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ ზაფხულს მის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ ლუის ვან გაალის „მანჩესტერ იუნაიტედს“, თუმცა ფეხბურთელმა იტალიაში დარჩენა ამჯობინა. ბოლო პერიოდში კი ხშირად ვრცელდება ხმები მასსა და კლუბს შორის არსებული უთანხმოების შესახებ.

გიორგი მელქაძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 19.07.2016
forza lazio bamos real (147)

კარგი იქნება თუ ჰოფენჰაიმში გადავა ფოლანდის ადგილს დაიკავებს

11:18 | 19.07.2016
deqstera_best_7 (1964)

წამო დინამოში

12:42 | 19.07.2016
რაჭა (10043)

ისე, კარგი იქნებოდა DDDD

10:18 | 19.07.2016
iloreli (2516)

კუბა რომაში მინდა

0.064466
1581