ფეხბურთი

5:06 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “აგუერო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი “ტოტენჰემთან” მოგებული მატჩის (4:1) შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ესაუბრა.

ჩილელმა სპეციალისტმა შეხვედრის გმირი, სერხიო აგუერო აქო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი უწოდა.

“მე ვფიქრობ, რომ კუნი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ის სამ-ოთხ გამორჩეულ თავდამსხმელთა შორისაა დღეს. შარშან, მას ძალიან ბევრი ტრავმები ჰქონდა და ამის ფონზე, ახლა ასეთი თამაში ძალიან რთულია, მაგრამ მან ეს მოახერხა. ამ სეზონში აგუერო შესანიშნავია. ის 100%-ით მზადაა და თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს. შესაძლოა, ყოველ თამაშში პოკერი ვერ შეასრულოს, მაგრამ იმის დემონსტრირებას მოახდენს, თუ რატომაა ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გუნდში გარკვეული ხარვეზები მაინც შეინიშნება. იყო რაღაც შეცდომები დაცვაში და ასევე გამოუყენებელი მომენტები, თუმცა მთავარი გამარჯვებაა. სანაკრებო პაუზების შემდგომ, ფეხბურთელები გადაღლილები ბრუნდებიან და ასეთ მომენტში მთავარი 3 ქულის მოპოვებაა, რაც ჩვენ მოვახერხეთ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემი” აგუეროს პოკერით 4:1 დაამარცხა. კუნს მეხუთეს გატანაც შეეძლო, მაგრამ სამიდან ერთი პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა. არგენტინელს 9 გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში და გატანილი გოლებით დიეგო კოშტას გაუთანაბრდა.

0.118767