ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის მეორე დღე “სიუდად დე ვალენსიაზე” დაიწყო, სადაც ადგილობრივმა “ლევანტემ” მადრიდის “რეალი” მიიღო და უშანსოდ განადგურდა. გასულ სეზონში, “ლევანტემ” მხოლოდ ბოლო წამებზე დათმო “რეალთან” შეხვედრა, ხოლო “ბარსელონას” ფრე გაუგორა, აი წელს კი, ვალენსიური გუნდი საშინლად გამოიყურება და ორივე გრანდთან შინ 0:5 წააგო.
ანგარიში პენალტის ნიშნულიდან კრიშტიანო რონალდუმ გახსნა მე-13 წუთზე, რასაც ტაიმის ბოლოსკენ ჩიჩარიტოს გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარში ჯერ რონალდუმ შეაგდო თავის მე-15 გოლი, ხოლო შემდეგ ხამეს როდრიგესისა და ისკოს ჯერი დადგა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამხო, მან საწყის 9 ტურში 15 გოლის გატანა მოახერხა, ასეთი შედეგი კი, ჯერ არავის ჰქონია. აქამდე პირველ 9 მატჩში ყველაზე მეტი, 14 გოლი “ოვიედოს” ფორვარდ, ეჩევერიას ჰქონდა გატანილი შორეულ 1943/1944 წლების სეზონში. ისიც სათქმელია, რომ “რეალის” გოლების ზუსტად ნახევარი პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზე მოდის.
გოლს კვლავ არ უშვებს კატალონიური “ბარსელონა”, რომლის მეტოქეც დებიუტანტი “ეიბარი” გახლდათ. ბასკური კლუბი ერთი საათის მანძილზე ეომებოდა მრისხანე მეტოქეს, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა და “ბლაუგრანამ” დიდი ანგარიშით იმარჯვა. უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა უდიდესი უპირატესობის მიუხედავად ძალიან რეალური შანსები ჰქონდა გაისკა გარიტანოს გუნდს პირველ ტაიმში. ანდერ კაპასა და საულ ბერხონს 100%-იანი შანსები ჰქონდათ, მაგრამ პირველმა ცარიელ კარში ააცილა, ხოლო მეორემ ბრავოს ვერ აჯობა.
“ეიბარმა” მეორე ტაიმი საწყისი 15 წუთიც გაძლო და შემდგომ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. მე-60 წუთზე მესის დიდებული პასი ხავიმ გამოიყენა და ანგარიში გახსნა, 72-ე წუთზე ნეიმარმა გაიტანა ალვეშის გადაცემით, ხოლო 74-ე წუთზე ლეო მესიმ დასვა წერტილი – 3:0. არგენტინელმა ლა ლიგაში 250-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ტელმო ზარას ერთი გოლითღა ჩამორჩება. იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონას” შემდეგი თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” უწევს მადრიდის “რეალთან”, მესიმ დიდი შანსია ზარას რეკორდი მოსისხლე მტრის სტადიონზე დაამხოს.
ცუდ თამაშს განაგრძობს “ბილბაო”, რომელსაც ზედიზედ მე-6 მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა. ერნესტო ვალვერდეს გუნდი დებიუტშივე დაწინაურდა ადურისის პენალტით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ლა ლიგის გასული თვის საუკეთესო მოთამაშემ, ნოლიტომ 73-ე წუთზე წონასწრობა აღადგინა – 1:1.
დღის ბოლო შეხვედრა “ნუევო არკანხელზე” გაიმართა, სადაც “კორდობამ” “მალაგა” მიიღო და 1:2 დამარცხდა. ანდალუსიური კლუბი კვლავ ერთადერთია, რომელსაც ლა ლიგაში მოგება არ აქვს და ასე თუ განაგრძო, უძლიერესთა შორის დარჩენა ძალიან გაუჭირდება..
ლევანტე – რეალი 0:5 (0:2)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-2-3-1): მარინო, ხუანფრანი, როდასი, ი.ლოპესი, პ.ლოპესი, კამარასა, დიოპი, რ.გარსია (ხუმეტრა 75), გავილანი (ვ.პერესი 46), მორალესი, კასადედუსი (ბარალი 67).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
რეალი (4-4-2): კასილასი, პეპე, ნაჩო, მარსელო (არბელოა 73), კარვახალი, კროოსი (ილარამენდი 68), მოდრიჩი (მედრანი 79), როდრიგესი, ისკო, ერნანდესი, რონალდუ.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1 რონალდუ (13 პენ.), 0:2 ერნანდესი (38), 0:3 რონალდუ (61), 0:4 როდრიგესი (66), 0:5 ისკო (82).
გაფრთხილებები: ხუანფრანი, კამარასი, გავილანი, პ.ლოპესი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 10(1)-20(11), ჯარიმა: 13-8, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 6-1
ბილბაო – სელტა 1:1 (1:0)
ბილბაო, “ნიუ სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, ირაოლა (ბენიატი 78), მ.რიკო (ტოკერო 81), იტურასპე, დე მარკოსი, სუსაეტა, მუნიაინი (იბაი 64), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, პლანასი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ა.ლოპესი (ჩარლესი 71), კრონ-დელი (პ.ერნანდესი 60), რადოხა, ორელიანა, ნოლიტო, ლარივეი (ბ.ფერნანდესი 81).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 1:0 ადურისი (6 პენ.), 1:1 ნოლიტო (73).
გაფრთხილებები: მუნიაინი, ირაოლა, იტურასპე – პლანასი, ჩარლესი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 13(4)-4(1), ჯარიმა: 13-16, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 0-3
ბარსელონა – ეიბარი 3:0 (0:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალბა, ალვეში, მასკერანო, ხავი, ს.რობერტო (ინიესტა 55), პედრო (რამირესი 71), ნეიმარი (მუნირი 77), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ეიბარი (4-1-3-2): ირურეტა, ეკიზა, კასტელიანო, აბრაჰამი, ბოვედა, ალბენტოსა, ლარა (პიოვეკარი 57), დ.გარსია, ერასტი, ბერხონი (ნიეტო 77), კაპა (დ.ბოატენგი 75).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
გოლები: 1:0 ხავი (60), 2:0 ნეიმარი (72), 3:0 მესი (74).
გაფრთხილებები: ნეიმარი, ინიესტა – კასტელიანო, ლარა
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 75%-25%, დარტყმა: 26(11)-3(2), ჯარიმა: 9-13, კუთხური: 11-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-8
კორდობა – მალაგა 1:2 (0:2)
კორდობა, “ნუევო არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ი.ლოპესი, დეივიდი, გუნინო, პინილიოსი (კამპაბედალი 46), ფ.როსი (ხისკო 46), ლუსო, ბ.გარსია, ფიდელი (ს.ლოპესი 77), კარტაბია, გილასი.
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, სანჩესი, როსალესი, არტუნეში, რესიო (დარდერი 76), კამაჩო, კასტილიეხო (ჰორტა 64), სამუელი (დუდა 74), ხუანმი, ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლები: 0:1 სამუელი (22), 0:2 ამრაბატი (31), 1:2 გილასი (94).
გაფრთხილებები: ხ.კარლოსი, ლუსო – კასტილიეხო, რესიო, სანჩესი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 8(2)-8(4), ჯარიმა: 16-21, კუთხური: 6-13, თამაშგარე: 3-9, სეივი: 2-1
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 8. მესი (“ბარსელონა”) – 7.