ფეხბურთი

2:06 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუი მეორეზე “მონაკომ” გაიხარა

საფრანგეთში, ლიგა 1-ის მეათე ტურის მატჩები გაიმართა. ერთადერთი მატჩი, რომელმაც უგოლოდ ჩაიარა “მეცისა” და “გენგამის” შეხვედრა გამოდგა.

“ლორიენთან” მატჩში თამაშის მიწურულს გაიტანა სტუმარმა სენტ-ეტიენმა. გამარჯვებულმა მეოთხე ადგილზე აინაცვლა.

ფინანსურად საკმაოდ ძლიერმა, თუმცა შედეგიანობით ნაკლებად გამორჩეულმა “მონაკომ” მოიგო. მოუტინიოსა და ფერეირას გოლებს “ევიანმა” ვერაფრით უპასუხა.

“ნანტისა” და “რენის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “ნანტი” მეხუთე ადგილზეა, ხოლო “რენი” მეცამეტე საფეხურს იკავებს.

კლოდ მაკელელმ განაცხადს მიღმა დატოვა კიკაბიძე. “ბასტიამ” გასვლითი შეხვედრა მოიგო და გასავარდნ ზონას ერთი ქულით დაშორდა.

ჩემპიონატის ლიდერი “მარსელი” კვირას თამაშობს “ტულუზასთან,” ხოლო სანიოლის “ბორდო” შაბან-დელმასზე “კაენს” მიიღებს. საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს ჟერლანდზე, “ლიონისა” და “მონპელიეს” შორის.

“ლილი” – “გენგამი” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1ბივუ (45+1), 0:2 შვარცი (57), 1:2 მავუბა (78)

“მეცი” – “გენგამი” 0:0

“მონაკო” – “ევიანი” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მოუტინიო (2), 2:0 ფერეირა (70)

“ნანტი” – “რენი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 აუდელი (13), 1:1 დიეგო (58)

“ნიცა” – “ბასტია” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 აიტე (51)

“ლორიენი” – “სენტ-ეტიენი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლემონე (87)

თეგებილიგა 1
0.116118