ფეხბურთი

1:33 | 19.10.2014 | ნანახია 483 - ჯერ

სენსაცია რეჯო ემილიაში

იტალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტური მოულოდნელად დაიწყო. გასულ ტურში ალეგრის გუნდმა პრინციპალ თამაშში კონკურენტ “რომას” მოუგო და დღეს გასვლითი შეხვედრა, რეჯო ემილიაში ბოლო ადგილოსანთან ფრედ ითამაშა, თუმცა დღის პირველი მატჩი რომში გაიმართა, მასპინძლებმა საწყის 33 წუთში შეასრულეს მთავარი მისია: მორიგი სამი ქულა დედაქალაქელთა აქტივში.

დესტროს თავურით, ლიაიჩის ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმითა და ტოტის პენალტით გარსიას გუნდმა მოიგო. გასულ ტურში წაგების მიუხედავად “რომა” ტურინელებს მოდუნების საშუალებას არ მისცემს, რაც დღეს უკვე ნათელია.

“სასუოლო” დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი კლუბია. ჰყავთ შემტევები ზაზასა და ბერარდის სახით, თუმცა გაცილებით პროდუქტიულად ჩამშლელი სტილის ფეხბურთელები თამაშობენ. შედეგიც შესაბამისია, შვიდი ტურიში ოთხი მატჩი ფრედ ითამაშეს, ამდენივეა ქულათა მარაგიც.

21 წლის ფრანგს ძალიან კარგი დარტყმა აქვს, ტევესის პასის შემდეგ პოგბამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

იუვეს მარცხი გარკვეულწილად ლოგიკურიც იყო, ყველა მატჩს ვერ მოიგებ. რეალურია ხშირად მოიგო, თუმცა ქულების დაკარგვის საშიშროება წარმატებული მატჩების შემდეგ მატულობს და დაძაბული გრაფიკის და დაუწერელი კანონის ლოგიკურ გაგრძელებს თავი ვერც ალეგრის გუნდმა დააღწია.

“რომა” – “კიევო” 3:0 (3:0)

რომი, “ოლიმპიკო.”

რომა: დე სანკტისი, კოული, ასტორი, იანგა-მბივა, მაიკონი, ნაინგოლანი (უკანი 89 ), დე როსი, პიანიჩი (პარედესი 68 ), დესტრო, ტოტი (ფლორენცი 61 ), ლიაიჩი

მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია

კიევო: ბარდი, სარდო (სეზარი 71 ), ფრეი, დაინელი, ზუკანოვიჩი, ბირაგი (ფრაგა 81 ), რადოვანოვიჩი, კოფი, ჰეტემაი, პალოსკი, ლოპესი (მაჯორინი 65)

მთავარი მწვრთნელი: ეუგენიო კორინი

გოლები: 1:0 დესტრო (პიანიჩის პასით, 4), 2:0 ლიაიჩი (ტოტის პასით, 25), 3:0 ტოტი (თერთმეტმეტრიანი)

მთავარი მსაჯი: ჯამპაოლო კალვარესე

გაფრთხილება: პიანიჩი (57), ლოპესი (58)

“სასუოლო” – “იუვენტუსი” 1:1 (1:1)

რეჯო ემილია, “დელ ტრიკოლორე.”

სასუოლო: კონსილი, აკერბი, კანავარო (ანტე 10), ტერანოვა, ლონგი, მისიროლი (ტეიდერი 79 ), მანანელი, ვრსალიკო, სენსონე (ბიონდინი 70), ზაზა, ბერარდი

მთავარი მწვრთნელი: დი ფრანჩესკო

იუვენტუსი: ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, პერეირა, პოგბა, ევრა (მარკიზიო 60), პირლო (ჯოვინკო 84 ), ტევესი, ლორენტე (კომანი 66 )

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ზაზა (ლონგის პასით, 13), 1:1 პოგბა (ტევესის პასით, 19)

მთავარი მსაჯი: ლუკა ბანტი

გაფრთხილება: ზაზა (38), პოგბა (50), აკერბი (87), ბონუჩი (90+3), პადოინი (სათადარიგო სკამიდან 90+6)

თეგებისერია A

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.261487
483