ფეხბურთი

23:22 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა – ექვსლამაზი, სენსაცია, წარმატებული დებიუტი

"ბაიერნმა" მორიგი სპექტაკლი დადგა და ამ სპექტაკლის ყველაზე უბედური მაყურებელი ბრემენის "ვერდერი" იყო. დუბლი მიითვალეს ფილიპ ლამმა და მარიო გიოტცემ, რომელზეც აღარავინ ამბობს, გვარდიოლას გუნდს ვერ შეეჩვიაიო. გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა ტომას მიულერმა და საერთოდაც, მიუნხენელებმა კიდევ ერთხელ დაამწუხრეს ინტრიგის მოყვარულები, რომლებიც ელიან, რომ წლეულს ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბება. მგონი, არაფერიც არ დაიძაბება...

ბრემენელთათვის კი სასიამოვნო მუსიკა ვერ ჟღერს – გუნდი ბოლო ადგილზეა მოგების გარეშე.

დღის ყველაზე ლამაზი მატჩი შტუტგარტში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა ტაიმი 0:3 წააგეს "ლევერკუზენთან", მაგრამ მეორე ნახევარში ამავე ანგარიშით მოიგეს და საბოლოოდ, 3:3. ისეთი მატჩი იყო, აღწერა შორს წაგვიყვანს: გოლები ცალკე, უამრავი მომენტი ცალკე... შტუტგარტელებს ყოჩაღ, "ლევერკუზენთან" თამაშის ასეთ მოტრიალებას დიდი შეძლება სჭირდება.

"დორტმუნდს" დაუბრუნდნენ მარკო როისი და ილქაი გუნდოგანი, მაგრამ რა ხეირი? იურგენ კლოპის გუნდმა კიოლნში წააგო და ბოლო 5 ტურში მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული. მხოლოდ ერთი 15 შესაძლებლიდან! ასეთ რამეს ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ რურის კლუბის დიდებული ფანები. მე-14 ადგილი – ეს უკვე მეტისმეტია.

მოიგო "ვოლფსბურგმაც", რომელსაც ამჯერად დანიელ კალიჯურიმ ულიდერა და დუბლიც მიითვალა. იშტაზე იყო ბელგიელი კევინ დე ბრუინი, რომელსაც ვერ აჩერებდნენ.

შედგა რობერტო დი მატეოს დებიუტი 'შალკეს" თავკაცის რანგში და წარმატებულიც გამოდგა. "ხუმარებმა" 2:0 სძლიეს "ჰერტას". იულიან დრაქსლერმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ის ერთი გოლი კლას-იან ჰუნტელაარმა მიითვალა თავით.

ბაიერნი – ვერდერი 6:0 (4:0)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა (ბერნატი 46), ლამი, ალონსო (შაქირი 61), ჰიობერგი, გიოტცე, რობენი (რიბერი 61), ტომას მიულერი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ვერდერი: ვოლფი, ფრიტცი, გარსია, ლუკიმია, პრიოდლი, ბერტელსი, იუნუზოვიჩი, ფელიქს კროოსი (გალვესი 62), მაკიადი, დი სანტო (პეტერსენი 80), ელია (ბუსხი 46)

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლები: 1:0 ლამი (20), 2:0 ალონსო (27), 3:0 მიულერი (43 პენ), 4:0 გიოტცე (45), 5:0 ლამი (80), 6:0 გიოტცე (86)

გაფრთხილება: გალვესი (75)

მსაჯი: დანკერტი

კიოლნი – დორტმუნდი 2:1 (1:0)

კიოლნი: ჰორნი, ექტორი, მავრაი, ოლკოვსკი, ვიმერი, ჰალფარი (ოსაკო 65), ლემანი, რისე, სვენტო (პეჩკო 56), ვიოგტი, ცოლერი (მატუშიკი 77)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, გროსკროიცი, ჰუმელსი, სოკრატისი, პიშჩეკი, კელი, გუნდოგანი (სუბოტიჩი 90), კაგავა, მხითარიანი (ობამეიანგი 68), როისი, იმმობილე (რამოსი 76)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ვიოგტი (39), 1:0 იმობილე (48), 2:1 ცოლერი (74)

გაფრთხილება: მხითარიანი (25), ჰუმელსი (33), სოკრატისი (73), ლემანი (77)

მსაჯი: დიტცი

ფრაიბურგი – ვოლფსბურგი 1:2 (0:1)

ფრაიბურგი: ბურკი, კრმაში, მუჟდა (გიუნტერი 66), ზორგი, ტორეხონი, დარიდა, ფრანცი (კერკი 70), შმიდი (კლაუსი 78), შუსტერი, მეჰმედი, ფილიპი

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, კნოხე, ნალდო, როდრიგესი, კალიჯური (არნოლდი 89), დე ბრუინი, გულავოგი, ლუის გუსტავო, პერიშიჩი (ვიერინია 75), ოლიჩი (დოსტი 77)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 0:1, 0:2 კალიჯური (8, 66), 1:2 კერკი (90+2)

გაფრთხილება: ნალდო (33), ზორგი (90+1)

მსაჯი: დინგერტი

ჰანოვერი – გლადბახი 0:3 (0:1)

ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, ჰიროკი საკაი, პანდერი, შულცი, ბიტენკური (სობეხი 75), გულსელამი (კარამანი 60), კიოტაკე (შლაუდრაფი 84), შმიდებახი, ბრიანი, ხოსელუ

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გლადბახი: ზომერი, დომინგესი, იანჩკე, კორბი, შტრანცლი, ჰანი, ჰერმანი (ჯონსონი 75), ნორდვაიტი (ბრაუერსი 46), ჯაკა, მაქს კრუზე, რაფაელი (ტორგან აზარი 82)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 0:1 კრუზე (14), 0:2 ჯაკა (49), 0:3 კრუზე (90+2)

გაფრთხილება: შულცი (66), შტრანცლი (88)

მსაჯი: კინჰოფერი

მაინცი – აუგსბურგი 2:1 (2:0)

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, ბუმგერტი, ჟუნიორ დიასი, ბაუმგარტლინგერი, გაისი, იონას ჰოფმანი (ალაგუი 60), მორიტცი, საპერიო (ხარა 77), ოკაზაკი

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

აუგსბურგი: ჰიტცი, კალსენ-ბრაკერი, დე იონგი (რაჰმან ბაბა 55), კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, კორი (ეშვაინი 77), ტობიას ვერნერი, ჰალილ ალტინტოპი, ბობადილია, ჯურიჩიჩი (მატავჟი 46)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლები: 1:0 ჰოფმანი (20), 2:0 სამპერიო (23), 2:1 ტობიას ვერნერი (78)

გაფრთხილება: ოკაზაკი (18), ბობადილია (63), ალაგუი (64), დიასი (70), ვერნერი (82)

მსაჯი: შტიბერი

შტუტგარტი – ლევერკუზენი 3:3 (0:3)

შტუტგარტი: კირხბაუმი, კლაინი, ნიდერმაიერი, რიუდიგერი (ჰლუშეკი 46), შვააბი, გენტნერი, ლეიტნერი (მაქსიმი 66), რომეუ, ჰარნიკი, იბიშევიჩი, ტიმო ვერნერი (კოსტიჩი 74)

მწვრთნელი: არმინ ფე

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, იედვაი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ბელარაბი (დრმიჩი 79), ბრანდტი (პაპადოპულოსი 59), ჩალჰანოღლუ (დონატე 77), რაინარტცი, ჰიონგ-მინი, კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 0:1, 0:2 ჰიონგ-მინი (4,9), 0:3 ბელარაბი (41), 1:3 ტიმო ვერნერი (57), 2:3 კლაინი (66), 3:3 ჰარნიკი (76)

გაფრთხილება: ჰილბერტი (24), ლეიტნერი (27), ნიდერმაიერი (73), ტოპრაკი (83), გენტნერი (86)

მსაჯი: ცვაიერი

შალკე-ჰერტა 2:0 (1:0)

შალკე: ფერმანი, აოგო, აიჰანი, ფუხსი, ჰიოვედესი, უჩიდა, ბოატენგი (მაიერი 77), დრაქსლერი (კირხოფი 88), ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი (ობასი 85), ჰუნტელაარი

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

ჰერტა: კრაფტი, ჰეიტინგა, ლუსტენბერგერი (ბრუქსი 70), პეკარიკი, ბენ-ჰატირა, ჰასოგაი, შულცი, შკილბრედი, შტოკერი (ჰარაგუჩი 72), ბერენსი, კალუ

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (19), 2:0 დრაქსლერი (65)

გაფრთხილება: ბენ-ჰატირა (50), უჩიდა (69)

მსაჯი: კირხერი

0.156139