სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:13 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

28-ე ტურის წინ

შაბათ-კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის მატჩები გაიმართება და ამჯერადაც უფრო დიდ ბრძოლას ქვედა ექვსეულში უნდა ველოდოთ, რადგან ზედაში, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეულია.

გურია (ლანჩუთი) – დინამო (თბილისი)

27 აპრილი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: დავით კვირკველია (“დინამო”)

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 2:1, 1:3, 0:3

ლანჩხუთელები “დინამოს” ზედიზედ ექვსი წაგების შემდეგ დაუხვდებიან “ევგრაფი შევარდნაძეზე” და ცოტათი მაინც შეეცდებიან საკუთარი მაყურებლის წინაშე თავი გამოიჩინონ, მით უმეტეს, რომ წლევანდელ სეზონში, შინ “დინამოს” დამარცხების გამოცდილება გააჩნიათ. სხვა საქმეა, რომ გურულებს მოტივაცია აღარ აქვთ. “დინამო” კი ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს, პირველ ადგილზეც მყარად დგას, წინა ხუთშაბათს გორში "დილა" 4:2 დაამარცხა და ქვეყნის თასის ფინალშიც გავიდა, სადაც შარშანდელივით “ჩიხურას” შეხვდება. საინტერსოა, რომ დინამოელები გორელებს 85-ე წუთამდე 4:0 უგებდნენ და მხოლოდ დარჩენილ წუთებში შეძლეს მასპინძლებმა პრესტიჟის ორი გოლის გატანა.

 

მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი

27 აპრილი. რუსთავი. “ფოლადი.” 16:00

დისკვალიფიცირებული: ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. ვარამიშვილი, ზვ. ერქვანია, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:0, 1:2, 0:2

რუსთაველებს, ფაქტობრივად, მოტივაცია აღარ გააჩნიათ და ფეარ პლეის პრინციპისთვის თუ ითამაშებენ, “ზესტაფონი” კი, გასულ ტურში “სიონთან” დამარცხების შემდეგ, ალბათ, მეტად მოინდომებს, მით უმეტეს, რომ ბოლნისელები მხოლოდ ერთი ქულითღა ჩამორჩებიან. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს.

 

სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე)

27 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა თოთაძე, დავით იმედაშვილი (“სიონი”)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, გ. ჩიგოგიძე, ხ. გაგნიძე, ლ. კვარაცხელია, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 2:2, 1:1, 2:1

“სიონი” ჩინებული განწყობით ხვდება “ჩიხურას.” ბოლნისელებს მიჯრით ხუთმატჩიანი მოგებების სერია უმაგრებთ ზურგს. კარგ განწყობაზე არიან საჩხერელებიც. მართალია, საგაზაფხულო ეტაპზე ჩემპიონატში ძალიან ცუდად ითამაშეს, მაგრამ სეზონის მთავარი ამოცანა შეასრულეს - გასულ ხუთშაბათს ქობულეთის “შუქურას” მეორე ნახევარფინალური მატჩიც მოუგეს და ზედიზედ მეორედ გავიდნენ საქართველოს თასის ფინალში, ამავდროულად, ზაფხულში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს, რადგან ფინალში დამარცხების შემთხვევაშიც კი, ევროტურნირისკენ გზა ხსნილი აქვთ. ეს წლეულს ამ გუნდების მეექვსე  დაპირისპირება იქნება (ოთხჯერ ჩემპიონატში და ორჯერ თასზე).

 

1            დინამო (თბ)                   27               18               4                 5                  58:19               58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 36:19 49
3 სიონი 27 14 6 7 36:26 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 46:40 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 31:32 39
6 გურია 27 11 0 16 27:41 33

 

ზუგდიდი - ვიტ ჯორჯია (თბილისი)

26 აპრილი. განმუხური. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი კალანდია (“ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:0, 0:1,  2:1

“ზუგდიდი” ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მათი ხელმძღვანელების განცხადრებით, სანამ უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი არსებობს, ისინი ყოველ თამაშში გამარჯვებას შეეცდებიან. თუ წინა ტურში გორში მათ მოგებას გავიხსენებთ, გასაკვირი არც არაფერი იქნება. მით უმეტეს, რომ “ვიტ ჯორჯია” აბსოლუტურად უმოტივაციოდაა დარჩენილი.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი)

26 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 16:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი თექთურმანიძე (“სპარტაკი”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, ი. უკლება, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:1, 0:1, 2:0

ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია “სპარტაკი,” რომელიც ბოლო თვის განმავლობაში ჩინებულად თამაშობს. აგერ, ხუთი ტურია აღარ დამარცხებულა და ერთ დროს უიმედო აუსაიდერად შერაცხული, ნელ-ნელა ფონს გადის. ამ გუნდებს შორისაც, ეს სეზონის მეექვსე შეხვედრა იქნება.

 

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი)

27 აპრილი. ქუთაისი. ცენტრალური. Uმაყურებლოდ. 16:00

დისკვალიფიცირებულები: პაპუნა ფონიავა, კიჭი მელიავა, ლევან გეგეჭკორი (“მერანი”)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:3, 1:2, 2:1

ცოტა დამთრგუნველი წყვილია. “მერანი” გავარდნის მთავარი კანდიდატი, რომელიც წინა ტურში “ტორპედოსთან” 1:5 დამარცხდა და “დილა,” გუნდი, რომელმაც გასულ ხუთშაბათს სეზონის მთავარი მატჩი წააგო “დინამოსთან” (თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრა), ამისდაკვალად, ევროსაგზურზე ოცნებას დაემშვიდობა და უმოტივაციოდ დარჩა.

 

1           ვიტ ჯორჯია                   27                  10                6                11                 33:35               36
2 ტორპედო 27 10 6 11 31:38 36
3 დილა 27 9 8 10 36:31 35
4 სპარტაკი 27 9 4 14 27:34 31
5 ზუგდიდი 27 7 6 14 18:36 27
6 მერანი 27 6 4 17 21:49 22

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”), ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), ვილი ისიანი (“გურია”),

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”)

6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;                                                                                                                                                                                                                                                                     

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.125564