ფეხბურთი

21:15 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავში ფრეზე გაიყარნენ

დღეს ქალაქ რუსთავში რუსთავობას აღნიშნავდნენ. იყო დრო რუსთავის საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონი ხდებოდა და ევროტურნირებზეც ხშირად თამაშობდა, თუმცა დღეს ფინანსურად ძალიან უჭირთ. მიუხედავად ამისა, “მეტალურგმა” კარგად ითამაშა და საშინაო მოედანზე კვლავ არ წააგო.

პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი. “სამტრედია” შეუთამაშებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.”ზესტაფონთან,” “ჩიხურასთან,” თბილისის “დინამოსა” და სხვა ქართულ კლუბებთან შეკრებაგავლილი მოთამაშეები “სამტრედიაში” აღმოჩნდნენ, რაც ვფიქრობთ გასათვალისწინებელი ფაქტორია, როცა თამაშის ხარისხი არ მოგვწონს.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, პირველი სახიფათო შეტევის მოლოდინში სტადიონზე კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე გამოჩნდნენ. ენერგეტიკის მინისტრის გამოჩენას რამდენიმე წუთში ჟურნალისტთა მომრავლებაც მოჰყვა, რომელთა ინტერესი ფეხბურთი ნაკლებად იყო, მხოლოდ ვიცე-პრემიერის ხილვა სურდათ.

ფინანსურ კრიზისშია “მეტალურგი.” რუსთაველი ახალგაზრდები პროფესიიდან მინიმალურ შემოსავალსაც ვერ იღებენ, სეზონის სტარტიდან მოყოლებული ასე გრძელდება. უხელფასობა ყველაზე მარტივი გზაა მოთამაშეს მოტივაცია დაეკარგოს და გუნდში დეპრესიული ფონი შეიქმნას. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა რამდენი აქვს ხელფასი 16-გუნდიან ჩემპიონის ინიციატორ მურთაზ ხურცილავას ან გუნდების რაოდენობის გაზრდის მომხრე კახა კალაძეს, მათზე მეტი პასუხისმგებლობა კი ფეხბურთის ფედერაციას ეკისრება.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. დოლიძის ჩაწოდების შემდეგ გორგიაშვილმა გაიტანა. მიუხედავად გოლისა, გორგიაშვილმა კარიერის მნიშვნელოვან ეტაპზე განიცადა უკუსვლა. “ზესტაფონიდან” წამოსვლისა და ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ სასურველი ფორმის დაბრუნებას ვერ ახერხებს.

გოლის შემდეგ სამტრედიელი კვირკველია საჯარიმოსთან ახლოს შეცდა, რასაც ირაკლი სიხარულიძის მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენა მოჰყვა. ფორვარდმა გიორგი ბეგაშვილი მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარს მახვილი კუთხიდან ააცილა.

საინტერესოა, რომ პირველად სამტრედიელთა განაცხადში იყო გორის “დილასა” და მინსკის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ლეონარდო რამოსი, თუმცა ბრაზილიელის დებიუტი იმერელთა მაისურით გადაიდო.

მეორე ტაიმი “მეტალურგის” ფეხბურთელები გააქტიურდნენ. მიმდინარე სეზონში “ფოლადზე” 0:3 წააგო ჩემპიონმა “დინამომ,” ხოლო გეგუჩაძის “ზესტაფონმა” ქულა ბოლო წუთებში გადაარჩინა. ამიტომაც რუსთაველთა გააქტიურება მოსალოდნელი იყო.

მატჩის მიწურულს კუთხურის შემდეგ “სამტრედიელთა” მცველის გიორგი პაჭკორიას თავური ოდნავ აცდა ბედიაშვილის კარს. მალევე 19-წლამდე ნაკრების ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა კარგად ითამაშა, ბეგაშვილის კარისკენ ზუსტად დაარტყა, თუმცა დარტყმას სიძლიერე დააკლდა.

რუსთაველთა მორიგ შეტევას დაჩი ცნობილაძის დარტყმა მოჰყვა. გია ცეცაძის საყვარელი ფეხბურთელი გუნდის თამაშში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. დაჩის დარტყმა საჯარიმოს გარედან ძლიერი და ოდნავ არაზუსტი გამოვიდა, ბურთი მცირედით აცდა კარს.

ოთარ კიტეიშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ერთ-ერთ ეპიზოდში მის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა გიორგი პაჭკორიამ, რისთვისაც ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

რუსთავის “მეტალურგის” მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია პრო-ლიცენზიის სემინარების გამო მატჩზე არ იმყოფებოდა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ანდრო კოროშინაძე ასრულებდა.

პრესკონფერენცია უშუქობის გამო არ გაიმართა. ანდრო კოროშინაძე ჟურნალისტებს მინდვრის სიახლოვეს გაესაუბრა, ხოლო გელა სანაია არ გამოჩენილა.

ანდრო კოროშინაძე: “უპირველესად რუსთავობას მოგილოცავთ. რაც შეეხება თამაშს, კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების გამოსვლით.

დიდი მადლობა სტუმართა გუნდს ღირსეული თამაშისთვის. მადლობა “სამტრედიას,” მადლობა კარლოს. დღეს კარგი თამაში ვიხილეთ.”

რუსთავის “მეტალურგი” – “სამტრედია” 1:1 (0:1)

რუსთავი, “ფოლადი,” 200 მაყურებელი

მეტალურგი: ბედიაშვილი, სიხარულიძე (კიტეიშვილი 77), ვასაძე (ალავერდაშვილი 62), ჯოხაძე, ქავთარაძე (გელაშვილი 90), ნარიმანიძე, კაკაშვილი, ვარლამ კილასონია, ხუჭუა, ცნობილაძე, მჭედლიშვილი

მთ. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: ანდრო კოროშინაძე

სამტრედია: ბეგაშვილი, პაჭკორია, კვირკველია, ბეჭვაია, ბაკურაძე (გედენიძე 82), დათუნაიშვილი, კიკაბიძე, გორგიაშვილი (გედენიძე 58), დოლიძე, გეწაძე (გაბედავა 80), კერძევაძე

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 0:1 გორგიაშვილი (34), 1:1 სიხარულიძე (63)

მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)

გაფრთხილება: გეწაძე (23), ჯოხაძე (38), პაჭკორია (90)

18 ოქტომბერი

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (34), 2:0 დათა ციცხვაია (58)

გაძევება: ლექსო ინწკირველი (1)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (37)

1.

დინამო თბილისი

9

6

2

1

15:6

20

2.

სამტრედია

9

5

2

2

11:7

17

3.

დილა გორი

8

4

2

2

12:4

14

4.

სპარტაკი ცხინვალი

8

4

2

2

7:7

14

5.

ტორპედო ქუთაისი

8

3

4

1

8:5

13

6.

მეტალურგი რუსთავი

9

3

4

2

11:9

13

7.

ჩიხურა საჩხერე

8

4

1

3

9:8

13

8.

მერანი მარტვილი

9

3

2

4

8:8

11

9.

ვიტ ჯორჯია თბილისი

9

3

1

5

9:9

10

10.

დინამო ბათუმი

8

3

1

4

8:10

10

11.

გურია ლანჩხუთი

8

2

4

2

7:13

10

12.

ზესტაფონი

8

2

3

3

16:11

9

13.

კოლხეთი ფოთი

8

2

2

4

7:11

8

14.

სიონი ბოლნისი

9

2

2

5

9:15

8

15.

შუქურა ქობულეთი

8

1

4

3

5:12

7

16.

ზუგდიდი

8

0

4

4

4:11

4

მეგოლეები:

5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.270675