ფეხბურთი

11:20 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი კიდევ ერთი თვე დაისვენებს

“ლივერპულის” წამყვანმა ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა ძლივს მოასწრო ერთი ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესის დასრულება და ახალი დაზიანება მიიღო.

ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მან პრემიერლიგის მიმდინარე საზონის მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანს უახლოეს პერიოდში უნდა დაბრუნდებოდა.

თუმცა, BBC-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშზე წვივქვეშა კუნთი დაიზიანა და მწყობრიდან დაახლოებით ერთი თვით გამოვიდა. “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა დაადასტურა, რომ სტარიჯი, რომელმაც გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა, მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი კვირა დაისვენებს.

0.178932