ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტური “ლოს კარმენესზე” გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა. შეხვედრა დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და მომენტების შექმნა ჭირდა. პირველ ტაიმში ერთადერთი რეალური მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, ლეო ბაპტიშტაომ ლიკა გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, რომლის გასროლილიც ფერნანდესმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.
მეორე ნახევარშიც ჭირდა მომენტების შექმნა და რეალური საგოლე მომენტი არცერთ გუნდს არ ჰქონია. “რაიოს” მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ხემესმა 85-ე წუთზე მანუჩოს გამოყვანა გადაწყვიტა, რომელმაც თამაში გამოაცოცხლა და გოლის გატანაც პირველივე შეტევაში მოახერხა, რომელიც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, ხაიმე ლატრემ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. თავის გამოჩენა ანგოლელმა ფორვარდმა მაინც მოახერხა, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე, გაელ კაკუტას პასი გამოიყენა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა – 0:1.
გრანადა – რაიო ვალეკანო 0:1 (0:0)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-4-1-1): რ.ფერნანდესი, მურილიო, ბაბინი, ნიომი, ფოლქიერი, მარეჰი (როჩინა 46), იტურა, ფ.რიკო, ა.სისოკო (ხ.კარლოსი 79), პიტი, ორტუნო (ელ არაბი 59).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ბა, ამაია, ტიტო, ინსუა, ტრაშორასი, ბაენა, ბუენო (ხ.პერეირა 45+1), ლიკა (ემბარბა 77), კაკუტა, ბაპტიშტაო (მანუჩო 85).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლი: მანუჩო 93.
გაფრთხილებები: მარეჰი, ნიომი, პიტი, ფ.რიკო – ამაია, ხ.პერეირა, ბა, ინსუა, ბაენა
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 8(1)-6(2), ჯარიმა: 13-17, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-1
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 13. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 7. მესი (“ბარსელონა”) – 6.