ბრაზილიელი მცველის დანი ალვეშის შესახებ ფიფას აგენტმა ფრანსის გალიარდომ ესპანურ ტელევიზია Neox- თან საუბარში საინტერესო განცხადება გააკეთა.
“სეზონის ბოლოს ალვეში “ბარსელონას” დატოვებს. წინასწარი მოლაპარაკების მიხედვით კონტრაქტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” გაფორმდება”.
სხვაგვარი განცხადება გააკეთა ფეხბურთელის აგენტმა. დინორ სანტანას აზრით ალვეშის მომავალი კლუბი, შესაძლოა, იანვრის ან დეკემბრის თვეში გახდეს ცნობილი.
ალვეშმა ფეხბურთის თამაში ბრაზილიის “ბაიაში” დაიწყო, 2002-2008 წლებში ანდალუსიის “სევილიაში” თამაშობდა, ხოლო შემდგომი პერიოდი კატალონიელთა მაისურით გაატარა.