“ლივერპული” “პსჟ-ს” თავდამსხმელით არგენტინელი ეზეკიელ ლავესით დაინტერესდა. – აღნიშნულ ინფორმაციას Daily Express ავრცელებს. გარიგება შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოხდეს.
ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპულს” სურდა “პსჟ-ს” კიდევ ერთი თავდამსხმელის ედისონ კავანის შეძენა, მაგრამ ურუგვაელმა ფრანგული კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა.