იაპონიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 38 წლის დაისუკე ოკუ ავტოავარიაში დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ოკუმ მოძრაობის წესები დაარღვია და მისი მანქანა ბოძს დაეჯახა.
ეს ფეხბურთელი ცნობილი იყო იმითაც, რომ შარშან დააპატიმრეს და ისევ გამოუშვეს: როგორც გაირკვა, ცოლს, მსახიობ ჰინაკო საეკის მოკვლით ემუქრებოდა.
დაისუკე ოკუს ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლიც გაუტანია.