გერმანელ მწვრთნელ ბერტი ფოგთსს მოთმინების ფიალა აევსო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ნაკრები ხორვატიაში ევროშესარჩევ მატჩში 0:6 დამარცხდა. მანამდე სამი დღით ადრე, აზერბაიჯანელებმა იტალიაში მხოლოდ 1:2 წააგეს, მაგრამ ხორვატიაში განადგურდნენ. აზერბაიჯანული პრესის ცნობით, ფოგთსი თანამდებობიდან გადადგა...
გერმანელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნაკრების ფეხბურთელები ფიზიკურად სუსტად არიან მომზადებულნი. მთავარ პრობლემად სწორედ ამას ასახელებდა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ფოგთსს მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ მწვრთნელმა გადაწყვეტილება აღარ შეცვალა.
ფოგთსი, რომლის მწვრთნელობისას გერმანიის ნაკრები 1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანელებს.