“ბარსელონას” ნახევარმცველის ხავი ერნანდესის აგენტის ივან კორეთხას განცხადებით, ხავი არ აპირებს გუნდის დატოვებას.
“ხავი “ბარსელონაში” ბედნიერია. სამწვრთენლო შტაბი ფეხბურთელით კმაყოფილია. ერნანდესი არ აპირებს ბარსელონას დატოვებას “- ხავის აგენტის სიტყვებს A Bola ციტირებს.
34 წლის ნახევარმცველით დაინტერესებულები იყვნენ აშშ-ს და ახლო აღმოსავლეთის კლუბები.