ფეხბურთი

11:20 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ო'შიმ "სანდერლენდთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მცველმა ჯონ ო'შიმ "სანდერლენდთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"შავი კატების" კაპიტანს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებდა. ირლანდიელი ფეხბურთელი "სანდერლენდში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2011 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ 121 მატჩი ჩაატარა.

ო'შისთვის დასამახსოვრებელი გასული სანაკრებო პაუზა გახლდათ. ირლანდიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საიუბილეო მე-100 შეხვედრაში გერმანიის წინააღმდეგ ბოლო წუთზე გოლი გაიტანა და ირლანდიელებს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

0.110347