რაპიდში საქართველოს გრან-პრის გათამაშების III ეტაპის გამარჯვებული ლევან ფანცულაია (2626) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ლუკა პაიჭაძეს (2576) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
მე-3 ადგილზე ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2144) გავიდა, რომელიც განთესვით მხოლოდ მე-14 გახლდათ, თუმცა, ერთბაშად 6 პარტია მოიგო და საბოლოოდ, 6.5 ქულა მიითვალა.
ისიც ვთქვათ, რომ 17 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟთა ბლიცის ტურნირი ჩატარდება.