ფეხბურთი

21:44 | 16.10.2014 | ნანახია 0 - ჯერ

პიანიჩი: “რომადან” წასვლას არ ვაპირებ

“რომას” ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა ultimouomo.com- თან საუბარში კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” პიანიჩის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქას გადახდას აპირებს, თუმცა ფეხბურთელს წასვლა არ სურს.

“ფეხბურთი შეიცვალა. ფული დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ფეხბურთში, თუმცა მე მიყვარს “რომა,” აქ კარგად ვგრძნობ თავს და მსურს დავრჩე. აქამდეც მქონდა შანსი კლუბიდან წასვლის, თუმცა არ მესმის რატომ უნდა დავტოვო რომი? საქმეში ერთვება დიდი ფული, თუმცა ეს ჩემთვის გადამწყვეტი არაა”, - დაასრულა ბოსნიელმა.

ბოსნიელი ფეხბურთელი “მეცისა” და “ლიონის” ფორმით თამაშობდა, ხოლო 2011 წლიდან იტალიის დედაქალაქს მიაშურა.

საინტერესოა, რომ ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრამდე პიანიჩს ლუქსემბურგის 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.061284
სარეკლამო ადგილი - 99
X x X