ფეხბურთი

10:42 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

27 ოქტომბერს, “ვერცხლის ლიგაში“ მეორე ტური გაიმართება

27 ოქტომბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, „ ვერცხლის ლიგის“  მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება:

 

14:00 Georgian Manganese (ჭიათურა) – ნატახტარი - 2

15:00 Georgian Manganese (
ზესტაფონი) – საქართველოს ბანკი

16:00 VTB
ბანკილილო–1

17:00 BP Georgia –
ქართუ ბანკი

18:00
იუსტიციის სამინისტრო/უნივერსიტეტი

 

აღნიშნულ გათამაშებაში, 11 გუნდი მონაწილეობს, შესაბამისად ამ ტურს ამჯერად  „ერისთავის იურიდიული ჯგუფის“ მეორე გუნდი გამოტოვებს.  მატჩები ტრადიციულად, სპორტკომპლექს „არენაზე“  გაიმართება.

რაც შეეხება პირველ ტურს, იგი 13 ოქტომბერს ჩატარდა  და განსაკუთრებული სენსაციების გარეშე წარიმართა. მიმდინარე სეზონში პირველ მატჩს ჩაატარებს, „ვერცხლის ლიგის“ სპონსორის, VTB ბანკი–ს გუნდი, რომელსაც პირველი ტურის გამოტოვება მოუწია.

ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის  მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM GEORGIA ორგანიზებით  იმართება.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  ტექნიკური პარტნიორია,  სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“, რადიო „ჯაკო 96,3“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge, www. Geosports.ge  და www.sportall.ge

 

0.168348