კალათბურთი

18:54 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემიამ” ლევან ფაცაცია დაიმატა

სუპერლიგის მონაწილე “შსს აკადემიამ” ფორვარდი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია (24. 09. 88. 198 სმ) დაიმატა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ ფაცაცია რამდენიმე წელი აშშ-ს კოლეჯის გუნდებში თამაშობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2010-11 წლებში იგი სუპერლიგაში “სოხუმის” რიგებში გამოდიოდა. “სოხუმის” გარდა “ოლიმპში”თამაშობდა, 2013-14 წლების სეზონი კი “შსს აკადემიაში” დაასრულა.

0.125677