ფეხბურთი

18:35 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბალაგი: “15 წლის მესი “არსენალში”არ წავიდა”

“სკაი სპორტის” ჟურნალისტი, ესპანური ფეხბურთის მიმომხილველი და ლეო მესის ბიოგრაფი გილემ ბალაგი “ბარსელონას” მოთამაშეთა კარიერის საწყის პერიოდს იხსენებს, როცა მესით, პიკეთი და ფაბრეგასით “არსენალი” დაინტერესდა.

“იმ დროს სკაუტთა სისტემა საერთაშორისო ფეხბურთში ნაკლებად განვითარებული იყო, შემდეგ განვითარდა და დღეს სხვა ვითარებაა. 2002-03 წლების სეზონის შემდეგ “ბარსელონას” კადეტთა A გუნდის მოთამაშეებით სესკ ფაბრეგასის, ლეო მესისა და ხერარდ პიკეს თამაშით “არსენალი” დაინტერესდა. იმ დროს კადეტთა გუნდს ალექს გარსია წვრთნიდა. საბოლოოდ “არსენალმა” მხოლოდ ფაბრეგასის შეძენა მოახერხა, ხოლო 15 წლის ლეო კატალონიაში დარჩა”, - იხსენებს ბალაგი.

“მესისადმი ვენგერის ინტერესი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა ლეო არგენტინაში, “ნიუელს ოლდ ბოისში” თამაშობდა. ამასთან უნდა ითქვას, რომ “არსენალი” პირველი უცხოური კლუბია, რომელმაც მესის გადაბირების სურვილი გამოთქვა”, - აღნიშნა ჟურნალისტმა.

“ბარსელონას” შემადგენლობაში მესის დებიუტი ათი წლის წინ. 2004 წლის 16 ოქტომბერს შედგა, როცა დეკოს გოლით “ბლაუგრანამ” დერბიში “ესპანიოლს” მოუგო.

https://www.youtube.com/watch?v=3HiiW7fG_Bc

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111682