„კლივლენდ კავალიერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსის აზრით, NBA-ში მთავარი მატჩის ხანგრძლივობა კი არა, არამედ მატჩების რაოდენობაა.
როგორც იცით, ლიგის მესვეურებს აქვთ იდეა, რომ მატჩები 48 წუთიდან 44 წუთამდე დაიყვანონ და ტაიმ-აუტები შეამცირონ. კვირას ჩატარდება ექსპერიმენტული შეხვედრა „ბრუკლინი“-„ბოსტონი“. მატჩი 44 წუთს გასტანს.
„პრობლემა წუთებში კი არაა, თამაშებშია. წუთები არაფერს ნიშნავს. თუ საჭირო იქნება 50 წუთს ვითამაშებთ, მაგრამ 82 მატჩი რეგულარულ სეზონში ბევრია“, - ლებრონ ჯეიმსის სიტყვებს Bleacherreport ციტირებს.