ფეხბურთი

15:35 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეითი: “შოუ სწავლობს, როგორ გახდეს ვარსკვლავი”

ინგლისის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეითი ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკ შოუს შესაძლებლობებს შეეხო. მწვრთნელის ყურადღება შოუს განვითარებაზე იყო გამახვილებული. საუთგეითის აზრით დი მარიასა და ფალკაოს გვერდით თამაში მნიშვნელოვანი ეტაპია ახალგაზრდა მცველისთვის.

“შოუს შეუძლია მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდეს. გარემო, სადაც ვარჯიშობს ნიჭის გაღვივების კარგი საშუალებაა. დი მარია და ფალკაო მას გადაცემენ ახალ კონცეფციას, ახალ ხედვას, რომელიც მნიშვნელოვანია დიდ გუნდში სათამაშოდ. ეს არის გზა გახდე მსოფლიო კლასის მოთამაშე. შოუ სწავლობს, როგორ გახდეს ვარსკვლავი”, – აღნიშნა საუთგეითმა.

“საუთჰემპტონის” აღზრდილი 19 წლის მცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის მიუხედავად, 21-წლამდე ნაკრებს არ ტოვებს და 44 წლის საუთგეითი კვლავ იძახებს ახალგაზრდულ გუნდში.

2014 წელი წარმატებული გამოდგა შოუსთვის. როი ჰოჯსონის ნაკრებში სადებიუტო მატჩის გარდა, კიდევ ორი შეხვედრა გამართა და სამომავლოდ მარცხენა მცველის პოზიციაზე სწორედ ლუკი მოიაზრება.

თეგებილუკ შოუ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126284