ლას ვეგასში დასრულდა საჭადრაკო ტურნირი Millionaire Chess Open, რომელშიც საქართველოს ღირსებას გიორგი ყაჭეიშვილი (2597) და გიორგი მარგველაშვილი (2540) იცავდნენ.
ქართველებმა 9 ტურში 5.5-5.5 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით, ყაჭეიშვილი – 23-ე, ხოლო მარგველაშვილი 27-ე ადგილზე გავიდა.
საინტერესოა, რომ რამდენიმე კატეგორიაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი მილიონი დოლარი გახლდათ. დამატებითი მაჩვენებლებით, ჩემპიონობა ბელარუსმა სერგეი აზაროვმა იზეიმა, რომელმაც თავი 6.5 ქულას მოუყარა.