უნგრეთის ლიგის თასის შეხვედრაში “დიორ ეტოს” ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ სამი გოლი გაიტანა. D ჯგუფის მატჩში “ჩაკვარისთან” გასვლით მატჩში 21 წლის ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს შეცვალეს.
ქვილითაიამ 27-ე, 61-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა და გუნდს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
გიორგი ქვილითაია საფეხბურთო სამყარომ 2012 წელს გაიცნო. “სასკოს” შემადგენლობაში ფორვარდმა პირველი ლიგის 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
2012-13 წლის სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ თენგიზ კაციას გუნდი დატოვა და “დიორ ეტოში” გადავიდა. გასული სეზონი გორის “დილაში” გაატარა, ხოლო ზაფხულში უნგრულ კლუბში დაბრუნდა.
https://www.youtube.com/watch?v=A20Yr7wilnw
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგრად მევასება ეს ბიჭი!
ჩემი ძმა :* ეგრე გიო ეგე
წარმატებები
ქვილითაის მარტო თასზე ათამაშებენ თუ ჩემპიონატის თამაშებშიც ძირითადშია?
კონკურენტი 2 ყავს, ორივე უნგრეთის ნაკრების თავდამსხმელებია... მარა ესე თუ გააგრძელა ღირსია და დააყენებს მეორე ტაიმში მაინც მწვრთნელი...
ჩემპიონატის თამაშებზე არაა ძირითადში სულ 24 წუთი აქვს მგონი ნათამაშები 2ჯერ შევიდა შეცვლაზე
ამ დროისათვის მგონი მარტო თასზეა ზუსტად ვერ გეტყვი.. ისე მაგრად მესიმპატიურებოდა დილაში.. ზესტასთან რო შემოვიდა მეორე ტაიმში ლიჩნად მოიგო მაშინ აგებდა დილა და საერთოდ ახალგაზრდულშიც მომწონდა ყოველთვის მეორე სართულზე იგებს ყველა ბურთს ტექნიკა და დარტყმაც აქვს და რავიცი მაქვს მაგის იმედი
კარგიააა გიოოოო..........ეგრე გააგრძელეე.....წარმატებებიიიი........
ქეცბაია კვერკველია ჭანტურიასთან ერთად ჩივაძის ბიჭებს ქვილითაია მ.კობახიძესაც გასინჯავს პოლონეთთან
გჯერა მაგის? გიბრალტართან ვერ გარისკა ახალი ფეხბურთელების გასინჯვა და პოლონეთთან გარისკავს?
გიო ყოჩაღ, ადრეც მეგოლეობდა.