კალათბურთი

14:54 | 16.10.2014 | ნანახია 1570 - ჯერ

ჯანელიძე საუკეთესოა!

იტალიის რანგით მე-3 ლიგაში წარმატებული თამაში ჩაატარა ახალგაზრდა (19 წლის) ქართველმა კალათბურთელმა გიგა ჯანელიძემ. ჩვენებურის “როზეტო შარქსი” “ტორტონასთან” გასვლით მატჩში კი დამარცხდა (66:71), თუმცა, გიგას სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (12) ჰქონდა.

როზეტოელთა თავკაცმა ტონი ტრულიომ ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დააყენა და არც შემცდარა. ჯანელიძემ 30 წუთს ითამაშა და 15 ქულა და 6 მოხსნა (4 შეტევაში) მიითვალა. გიგამ მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა და ერთხელაც დაჯარიმდა.

“შარქსს” ლიგა “ა2 სილვერში” სამივე მატჩი წაგებული აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 ოქტომბერს შინ “რეკანატისთან” ჩაატარებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:51 | 17.10.2014
chelidze (5010)

მე 3 ლიგა

16:42 | 16.10.2014
darispani (1002)

jabar
იმ თემაში თუ არ წაიკითხე, აქაც გაგიმეორებ
ბოვშვი არა ის კიდე DDD
შე მართლა შჩჩჩჩჩჩმმმმ///////////////////////
ის მაინც იცოდე, რომ ასაკობრივებში ასაკგადაკეთებულებს არ იყვანენ და მაგ "ბოვშვს" არსად ნაკრებში არ უთამაშია.
შეადარე სხვებს და დუდა კაი ხანია სტუდენტურ ლიგაშია და თოკო მაგხელა ესპანეთის პრიმერაში იყო

16:41 | 16.10.2014
darispani (1002)

მაგას ვიძახი მეც თან დაკლებული აქვს წლები მოშნად

15:56 | 16.10.2014
chelidze (5010)

საუკეთესოა ეს კაი მარა მე 3 ლიგააა და მანდ მორჩა ზედმეტი ლაპარაკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145106