ფეხბურთი

14:09 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას შეუდგნენ

საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა. გოჩა ტყებუჩავას გუნდი უეფას ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის თბილისში მოემზადება, საკვალიფიკაციო ეტაპს კი, 19-წლამდელთა მსგავსად, საქართველო და ჩვენი დედაქალაქი უმასპინძლებს. მატჩები კვლავ “მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

მოსამზადებელ ეტაპზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები შეკრიბა:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი).

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე, შალვა ბურჯანაძე (ორივე „ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“)

ნახევარმცველები: გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ვატო არველაძე (35-ე სკოლა), ლაშა ლეჟავა („ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ნინუა, აკაკი ყურაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), ნიკა კვანტალიანი („დინამო“ ბათუმი), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“),

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი)

საკვალიფიკაციო ეტაპი 26 ოქტომბერს დაიწყება და ჩვენი მეტოქეები პოლონეთის, ესტონეთისა და ლიხტენშტეინის 17-წლამდე ნაკრები გუნდები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.

26 ოქტომბერი

13:00 პოლონეთი – ესტონეთი („მიხეილ მესხი“ - 2)

15:00 საქართველო – ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ - ცენტრალური)

28 ოქტომბერი

13:00 პოლონეთი – ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ - 2)

15:00 ესტონეთი – საქართველო („მიხეილ მესხი“ - ცენტრალური)

31 ოქტომბერი

15:00 საქართველო – პოლონეთი („მიხეილ მესხი“ - ცენტრალური)

15:00 ლიხტენშტეინი – ესტონეთი („მიხეილ მესხი“ - 2)

სფფ-ის პრესსამსახური

0.121026