მადრიდის "რეალი" 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველით დაინტერესდა. ეს "კრუზეიროს" ფეხბურთელი ლუკაშ სილვაა, რომელიც წარმატებით თამაშობს ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში და ქვეყნის ჩემპიონატშიც. ინფორმაციას ესპანური “მარკა” ავრცელებს.
ლუკაშ სილვა გერმანელი სამი ხედირას შემცვლელად მოიაზრება. ხედირა უარს ამბობს "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და დიდი ალბათობით, ამ ზამთარს გაყიდიან.