დანიის პირველ დივიზიონში “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ლუნგბიუსთან” წააგო (2:3). ანგარიში 38-ე წუთზე მათე ვაწაძემ გახსნა, ქართველმა ფორვარდმა ჩემპიონატში მეცხრე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიას კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.
ვაწაძის გოლს სტუმართა გოლი მოჰყვა, თუმცა პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში “ორჰუსი” ორჯერ იგებდა, მეორე ტაიმში გოლები მხოლოდ “ლუნგბიუს” მოთამაშეებს გაჰქონდათ.
სხირტლაძე და დევდარიანი განაცხადში არ იმყოფებოდნენ, ხოლო ვაწაძემ მოედანი 83-ე წუთზე დატოვა. მის ნაცვლად მოედანზე ანდრეას ლაუდრუპი გამოჩნდა, ლეგენდარული დანიელის მიქაელ ლაუდრუპის შვილი.
სატურნირო ცხრილში “ორჰუსი” მე-4 ადგილზე იმყოფება. სუპერლიგაში გადასასვლელად რთული მატჩები ელის ამასთან კონკურენტთა რაოდენობამ საწყისი ტურების შემდეგ იმატა.