ლონდონის “არსენალის” ფლანგელი თეო უოლკოტი ლონდონელთა მთავარი გუნდის მაისურით უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
მეთოფეთა 21-წლამდე შემადგენლობა ხვალ “ბლექბერნს” ეთამაშება და როგორც ინგლისური პრესა იუწყება, 25 წლის ფეხბურთელი მინდორს ამ შეხვედრაში დაუბრუნდება.
ფეხბურთელი შესაძლოა პრემიერლიგის მორიგ ტურში “ჰალ სიტის” წინააღმდეგ ან შუა კვირაში “ანდერლეხტის” წინააღმდეგ სათადარიგოთა შორის ვიხილოთ.
თეომ ბოლო მატჩი პრემიერლიგაში გასულ ზამთარს, 1-ელ იანვარს ითამაშა “კარდიფის” წინააღმდეგ, იმ შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა. ტრავმა კი ასოციაციის თასზე “ტოტენჰემთან” შეხვედრაში მიიღო და საკმაოდ დიდი პერიოდის გაცდენა მოუწია.
არსენ ვენგერის გუნდის ერთ-ერთ მინუსად ფეხბურთელთა ხშირი ტრავმიანობა ითვლება, რაც კლუბის შედეგებზეც აისახება ხოლმე.