ფეხბურთი

12:33 | 16.10.2014 | ნანახია 1143 - ჯერ

კეშიმ ნიგერიის ნაკრები დატოვა

ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტეფან კეში თანამდებობიდან გაათავისუფლა. 2011 წლიდან შტეფან კეში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, მას შემდეგ რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შაიბუ ამოდუმ დატოვა.

გასულ მუნდიალზე კეშის ნიგერია მერვედფინალურ სტადიამდე გავიდა, სადაც მომავალ ფინალისტ არგენტინასთან დამარცხდა, რასაც აფრიკელთათვის წარუმატებელი გამოსვლა არ ეთქმის.

სტეფან კეში ვიდრე ნიგერიის ნაკრებში დაიწყებდა მუშაობას აფრიკულ ნაკრებებს ტოგოსა და მალის წვრთნიდა, ხოლო ფეხბურთელობისას ბელგიისა და საფრანგეთის ელიტარულ ლიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.336181
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1143