ფეხბურთი

12:07 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ტრანსფერებისთვის 20 მილიონს მიიღებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების შესაძანად 20 მილიონ გირვანქას გამოუყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ალექსის სანჩესის, კალუმა ჩემბერსის, მატიე დებუშის, დავიდ ოსპინასა და დანი უელბეკის შესაძენად თითქმის 60 მილიონი გირვანქა დაიხარჯა, “მეთოფეების” ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის გასაძლიერებლად დამატებითი სახსრები გამოყოს.

The Telegraph-ის ირწმუნება, 20 მილიონად ვენგერი მესუტ იოზილის, ან ალექსისის კალიბრის ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. არაა გამორიცხული, 10-10 მილიონად ორი ფეხბურთელის შეძენაც.

0.127195