ფეხბურთი

11:23 | 16.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

გვარდიოლა: “მანჩესტერის გაწვრთნა მსურს”

ესპანელი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას გერმანიაში მუშაობის პერიოდზე მარტი პერარნაუს ავტორობით წიგნი გამოიცა, სადაც საინტერესო თემებზეა საუბარი. როგორც წიგნშია აღნიშნული, კატალონელის სურვილი “მანჩესტერში” მუშაობა ყოფილა.

“4 მაისი იყო, “მანჩესტერმა” “შალკე” დაამარცხა. სტადიონზე მშვენიერი ატმოსფერო იყო. პეპი შემომიტრიალდა და მითხრა: “მომწონს ეს გარემო და მსურს ერთ დღესაც ამ გუნდის მწვრთნელი გავხდე”.

წიგნში მარტი პერარნაუ საუბრობს პეპ გვარდიოლას პერსონით ინგლისური გრანდებისგან დაინტერესების შესახებ: “მას იწვევდა ჩიკი ბეგირისტაინი, “მანჩესტერ სიტის” დირექტორი. ასევე რომან აბრამოვიჩი. პეპი “ჩელსის” მფლობელს პარიზში შეხვდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი “ბაიერნის” სასარგებლოდ გააკეთა”.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:59 | 07.07.2021
ბაგი-რეი (2265)

ჩემპიონობას თუ აპირებს ადანა, შეიძლება ნორმალური იყოს ამისი ტრანსფერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065411
სარეკლამო ადგილი - 99
X x X