ჭიდაობა

10:54 | 16.10.2014 | ნანახია 2738 - ჯერ

სხირელმა ნაკრების კანდიდატთა სია ჩამოწერა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა ეროვნული გუნდის კანდიდატთა გაფართოებული სია ჩამოწერა, რომელთაგანაც სეზონის ბოლომდე დარჩენილ ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე დასაყენებელ შემადგენლობას შეარჩევს. 6 ნოემბერს ქართული გუნდი მოსკოვში გაემგზავრება, “ევროპის ღია თასზე საჭიდაოდ”.

სხირელი ნაკრების მთავარ მწვრთნელად საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ორი კვირის წინ დაასახელა, მაგრამ ერთობლივი საწვრთნელი პროცესი დღემდე არ დაწყებულა. ნაკრების წევრთა და კანდიდატთა დიდი ნაწილი დარბაზში შესვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე ლუკა კურტანიძე თანამდებობას არ დატოვებს და ფედერაციის პრეზიდიუმი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს არ ჩაატარებს.

“წინ მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელზეც გუნდი აუცილებლად უნდა გამოვიდეს. ევროპის თასისთვის ნორმალურად მოსამზადებლად გუნდს ორი სრულფასოვანი შეკრება სჭირდებოდა, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო მხოლოდ ერთი ხერხდება. ჩამოვწერე გაფართოებული სია, რომელშიც ყველა კანდიდატი შევიყვანე. ამ სპორტსმენებს 22 ოქტომბრიდან ორკვირიან შეკრებაზე ვუხმობ. იმედია, ნაკრების წევრები გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ვარჯიშს განაახლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვის განაცხადის შედგენისას არჩევანს იმ სპორტსმენებს შორის გავაკეთებთ, რომლებიც შეკრებაში ჩაერთვებიან”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ნუგზარ სხირელმა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:24 | 18.10.2014
Gvantsa Gvantsa (2)

სხირელის მიმართ კურტანიძის უსამართლო ქცევა სწორედ იმათი დამსახურებაა ვინც მაშინ მხარს უჭერდნენ მის მოსვლას პრეზიდენტად და დღეს მის წინააღმდეგ იბრძვიან. ვინს სხირელს იცნობს კი იცის მისი მიმტევებლობა და ხვდება რომ სხირელს არ უნდა არც თავისი და არც სხვა მწვრთნელების ნაშრომი წყალში ჩაიყაროს და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად გვერდში დაუდგება ნაკრებს. რაც შეეხება მის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას იგი არ დათანხმებია.არა მარტო პრეზიდენტის, არამედ მასზე ზემდგომი პირების თხოვნით ისევ და ისევ ჭიდაობისთვის იძულების წესით მხოლოდ და მხოლოდ დათანხმდა უფროსი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას ისიც ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, საიდანაც კარგად ჩანს რომ ის ამ თანამდებობისთვის არ იბრძოდა სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით.

04:02 | 21.10.2014
mushni (93569)

შენ ჭიდაობ გოგონავ?? არა ამგონია მოჭიდავე იყო,მარა კარგად კი ერკვევიDDDDDD

21:50 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

დდ

09:44 | 21.10.2014
olinina (97)

ეს გოგონა სარჩიმელიასთან ვარჯიშობდა ბატონო მუშნი!

10:17 | 20.10.2014
olinina (97)

სხირელის სახელს დასწვდნენ და ესროლეს იგი ლუკას,როგორც ხელკეტი მწიფე ნაყოფს,ღმერთმაც ქმნას ჩვენს ცხვარს მგელი დაეჭიროს,მე მაპატიოს დიდმა კონსტანტინემ!

10:19 | 20.10.2014
olinina (97)

უკაცრავად,ლუკას კი არა მწვრთნელებს!

04:08 | 21.10.2014
mushni (93569)

DD კაი იყო

21:49 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

დდდ

16:36 | 18.10.2014
gogimama (163)

დღეს ჭიდაობის სამყაროში სანთლით მოსაძებნია კაცი, რომელიც კურტანიძის მუშაობით კმაყოფილია.ყველას აზრი ერთმნიშვნელოვანია, ამ ადამიანმა ვერ გაამართლა ნდობა. თუმცა ისიც ცხადია, რომ ზოგიერთები პრეზიდიუმში, საკუთარი სინდისისთვის ყურის მიგდების ნაცვლად "უფროსობისკენ" იყურებიან და თავს იკავებენ თავიანთი რეალური შეხედულების საჯაროდ დაფიქსირებისაგან. ზოგიერთი კი თავის პირად ინტერესებს საერთო ინტერესებზე მაღლა აყენებს, როგორც ეს ხდება უკანონოდ დანიშნული მწვრვრთნელების მხრიდან. მადლობა ღმერთს ასეთები გამონაკლისი არიან. ძირითადი ბირთვი კი დღევანდელი ჭიდაობის საზოგადოების სახით ერთიანობას ინარჩუნებს და იმედია მათ შორისაც არ აღმოჩნდებიან სუსტი ნებისყოფის ადამიანები.

23:00 | 17.10.2014
Gvantsa Gvantsa (2)

რატომ კურტანიძის მხარეს? სპორტ ტაიმის სტუდიაში ლუკა გვერდით უჯდა და მის მხარეს სულაც არ იჭერდა სხირელი. ზოგიერთისთვის რთული წარმოსადგენია ალბათ თუ როგორ შეიძლება ყველა წყენის მიუხედავად შენი საქმით მაინც დაუდგე გვერდით საქართველოს ნაკრებს და მისი წარმატებისთვის იბრძოლო. თავისი გეგმები ნამდვილად ექნება, სხვის აზრებს და გეგმებს ნამდვილად არასდროს არ მისდევდა სხირელი და შედეგებიც სახეზე იყო და იქნება კიდე. ყოველ შემთხვევაში ჭიდაობის ყველა გულშემატკივარის მოლოდინი ეს არის და ყველას წარმატებას ვუსურვებ

10:09 | 18.10.2014
olinina (97)

რა წყენა,რის წყენა,ასმაგ თამაშს თამაშობენ!

04:01 | 21.10.2014
mushni (93569)

=1

18:30 | 17.10.2014
giorgi merabishvili (1)

მართალი ხართ სხირელს თავისი გეგმები აქვს და დააცადეთ დაგანახებთ როგორ კიდია ჭიდაობა ფეხებზე...... დაუბახავი უნდა იყო ეს რომ თქვა

11:36 | 17.10.2014
braziliano84 (1301)

ესენი ხო საერთოდ უსინდისოები ყოფილან რა...რა დღეში ჩააგდეს ჭიდაობა...

21:49 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

04:01 | 21.10.2014
mushni (93569)

უნამუსოები არიან აბა რა

11:12 | 17.10.2014
olinina (97)

სხირელს თავისი გეგმები აქვს,სუ ცალ ფეხზე ჰკიდია პრეზიდენტიც და ჭიდაობაც,შადიმანები არიან სუყველა!რასაც დათესენ იმასვე მოიმკიან,მალე შეუსრულდებათ!

11:17 | 17.10.2014
olinina (97)

ჰო ,კიდევ ფარსადანებიც!!!!!!

01:28 | 17.10.2014
gogimama (163)

საინტერესოა ზოგიერთი ადამიანი. როგორი ცვლილებები უნდა მოხდეს მათ ფსიქიკაში, რომ დაივიწყონ გუშინდელი დღე. ვინ, თუ არა ნუგზარ სხირელმა გადაიტანა ის შეურაცხყოფა და უკანონობა, რომელიც მას პრეზიდენტად მოსვლისთანავე თავს დაატეხა ლუკა კურტანიძემ. კურტანიძემ, რომელმაც არ გაითვალისწინა სხირელის დამსახურება, გამოცდილება, ფედერაციის წესდება და დასაჯა იგი მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ დროს საქართველოში გიორგი გოგშელიძე დააბრუნა, რომელმაც ლუკას კონკურენტი გახდა ნაკრებში. დღეს ეს კაცი კურტანიძის მხარეს აღმოჩნდა და მის წისქვილზე ასხავს წყალს. ეს წისქვილი კი სიმინდის ნაცვლად საქრთველოს მოჭიდავეთა აწმყოსა და მომავალს ფქვავს უმოწყალოდ.

12:32 | 16.10.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

შეიძლება, სხვებმაც მოშინჯოს ძალები.

04:00 | 21.10.2014
mushni (93569)

კარგია

11:17 | 16.10.2014
BEERTRANCE (97819)

საერთოდ ჯობია არ წავიდენ ამ ტურნირზე.

21:48 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

11:15 | 16.10.2014
araza-1918 (6330)

ლუკა ხარ თუ ელდარა ვაზელინი წაიღე მოსკოვში

21:49 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

დდ

03:59 | 21.10.2014
mushni (93569)

მოუწევს

09:42 | 21.10.2014
olinina (97)

ვაზელინი დეფიციტშია,იქ მოუწევს ყიდვა!

0.131363