ჩოგბურთი

10:40 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ითამაშებს, არ ითამაშებს...

მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერ რაფა ნადალის სამომავლო საასპარეზო გრაფიკზე სხვადასხვა ცნობა ვრცელდება. ბრიტანული პრესის თანახმად, მალიორკელი ბაზელისა და პარიზის ტურნირებზე იასპარეზებს, შემდეგ კი აპენდიციტის ოპერაციას ჩაუტარებენ. ამის გამო რაფა ლონდონში წლის შემაჯამებელ შეჯიბრებაზე ვერ გამოვა.

ამასობაში ნადალის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც რაფას დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გამოსვლა-არგამოსვლის ბაზელის ტურნირის შემდეგ გაირკვევა. “ნადალს აპენდიქსის შეტევა ჰქონდა, თუმცა ანტიბიოტიკების მიღებით ანთებით პროცესს აცხრობს, რაც ქირურგიული ჩარევის გადავადების საშუალებას იძლევა. რაფა შვეიცარიაში ითამაშებს, შემდეგ კი მის სამომავლო გეგმას ექიმებთან მოთათბირების შემდეგ გადავწყვეტთ”, - ამბობს მალიორკელის წარმომადგენელი ბენიტო პერეს-ბარბადილიო.

შეგახსენებთ, ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირი 9-16 ნოემბერს ჩატარდება.

0.133554